Skip to content

ელ. მელნიანი წიგნებისადმი ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დავიწყებ იმით, რომ აგერ უკვე მეშვიდე თვეა, რაც დიდი სიამოვნებით ვსარგებლობ Sony PRS-650-ით, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ. სანამ ამ მოდელზე გავაკეთებდი ჩემს საბოლოო არჩევანს, ბევრი სხვა მოდელი გადავსინჯე. მათ შორის Amazon Kindle და Nook. პირველი დავიწუნე იმ მიზეზით, რომ არ გააჩნია ePUB-ფორმატის მხარდაჭერა, ხოლო მეორე გარეგანი სახის გამო (სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ Sony-ს შეძენის შემდეგ რამდენიმე კვირაში ახალი Nook გამოვიდა, ძალიან იაფი და ძალიან ხარისხიანი, თუმცა მე მაინც არ ვნანობ შემს შენაძენს). მაგრამ აი გავიდა რამდენიმე თვე, მე ახალი სამსახური მაქვს, რომელშიც ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ამ საქმის შემადგენელი ნაწილია განვიხილო ელ. წიგნების ახალი მოდელები. ...continue reading "PocketBook Basic 611 — მიმოხილვა"

სიმართლე გითხრათ, ამ მიმოხილვის დაწერას გაცილებით ადრე ვაპირებდი, მაგრამ ზამთრის სასტიკმა გაციებამ ცოტათი შემაყოვნა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, გაცილებით. ეს ისე, ლირიკა. დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. HP-ის ტაბლეტით საკმაო ხანია დაინტერესებული ვარ. ინტერესის ძირითადი ესკალაცია ჩემში გამოწვია ერთმა მეგობარმა, დავით ივერიელმა, რომელიც ჯერ ერთი, უძველეს მაკისტთა ჯგუფს მიეკუთვნება საქართველოში და მეორეც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც webOS-ით მოიხიბლა და მისი ფანი გახდა. საკმაო ხანი დიდი სკეპტიციზმით ვუყურებდი ამ webOS-ს. Apple-ის iOS-ით განებივრებულს, Android-ის მოუქნელობით დაღლილს, არ მიმაჩნდა, რომ ეს საოპერაციო სისტემა ზოგადად და ეს ტაბლეტი კონკრტულად ჩემში რაიმე ინტერესს აღძრავდა. ამ თემაზე ჩემსა და დავითს შორის არაერთი შეჯახება მოხდა, „სისხლიც“ ბევრი დაიღვარა, თუმცა პოზიციების შენარჩუნებით ორივე მხრიდან. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჩვენს GO! ბლოგში არ დავიწყე მუშაობა და რეალურად არ მომეცა საშუალება ხელით შევხებოდი ამ მოწყობილობას, ასე ვთქვათ, შემეგრძნო მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტები.

...continue reading "HP TouchPad-ის მიმოხილვა"