და კვლავ ამ ბლოგის შესახებ…

მეგობრებო, თუ კიდევ შემორჩა ამ ბლოგს მკითხველი, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ბლოგზე იანვრის შემდეგ არ ყოფილა არცერთი ჩანაწერი. ამის ბევრი მიზეზი არსებობდა, პირველ რიგში დედაჩემის მძიმე ავადმყოფობა. მაგრამ დღეისათვის მძიმე სენი დაძლეულია, ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ.

არ შემიძლია არ დავწერო იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველ რიგში ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად როგორც იქნა გაეშვა საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფის პორტალი www.gemug.ge, რაც მე ძალიან მახარებს. მართალია, ოჯახური პრობლემების გამო მისი ასე ვთქვათ „რასკრუტკა“ ასევე ნელი ტემპით წარიმართა, მაგრამ დღეიდან მას დიდ დროს დავუთმობ და იმედია ის გახდება ერთ-ერთი წამყვანი რესრუსი ქართულ ინტერნეტში მაკის თემატიკასთან დაკავშირებით.

მეორე ის, რომ ჩემს Macbook Pro (Early 2008)-ს დაუზიანდა გრაფიკული პროცესორი. ვინც გარკვეული ხართ საკითხში, იცით რომ 2008 წლის გაზაფხულზე გამოშვებულ ნოუთბუკებში nVidia-ს გამოისობით მოხდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა, რის გამოც ნოუთბუკის ჩემნაირ მოდელებში ხდება ეს სავალალო დაზიანება. მაგრამ ეფლმა გამოაცხადა 4 წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დედადაფის უფასოდ გამოცვლას მსოფლიოს მაშტაბით. ჰოდა სწორედ ამ პროგრამით უკვე შევუკვეთეთ ახალი დედადაფა და დაახლოებით ამ თვის ბოლოსათვის მივიღებ ჩემს გაცოცხლებულ ნოუთბუკს ;)

კი მაგრამ, იკითხავს გაოცებული მკითხველი, თუ მაკის შესახებ ინფორმაცია გინდა რომ მოგროვდეს ახალ პორტალზე www.gemug.ge, აქ რაღა უნდა წერო?

გეტყვით, ყველაფერს გეტყვით. ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ ეფლის კომპიუტერებით გატაცება ჩემი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ჰობია. კიდევ მე მაინტერესებს ლოკალიზაცია, ვორდპრესი, დრუპალი და ზოგადად ყველაფერი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. ჰოდა ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ არის ზღვა! შევეცდები არ მოგაკლოთ როგორც სიახლეები, ასევე სტატიები ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგების შესახებ.

მოკლედ, ბლოგი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას. გთხოვთ არ დაიზაროთ და კომენტარის სახით დაწეროთ, თუ რა საკითხები იქნება თქვენთვის საინტერესო. დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემს გვერდით დარჩით!


Comments

3 responses to “და კვლავ ამ ბლოგის შესახებ…”

  1. გილოცავ დაბრუნებას და წარმატებებს გისურვებ !
    პ.ს ლოკალიზებაზე თუ რამე სიახლეა , კარგი იქნება თუ გაგვაცნობ და განსაკუთრებით Office 2010 ის შესახებ მაინტერესებს რა ხდება ამდენი ხანი რომ დაიგვიანა :)

    1. დელფი Avatar
      დელფი

      მადლობა! ინფორმაციებს არ მოგაკლებთ, პირდებით! :)