Skip to content

ცოტა ხნის წინ Microsoft-მა დაშოკა Windows-დეველოპერები: პლათფორმა .Net-ი, რომელსაც კომპანია რეკლამას უკეთებდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღარ იქნება გამოყენებული Windows 8-ში ახალი ინტერფეისის შესაქმნელად. ამის მაგივრად დეველოპერებმა უნდა გამოიყენონ HTML5 და JavaScript-ი. ბევრმა საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, რომლეზეც პასუხი ჯერ არ ჩანს: „როგორ შევძლებ ჩემი გამოცდილების გამოყენებას ახალი აპლიკაციების შექმნისას?“ მაიკროსოფტი სდუმს და არ ჩქარობს გვაცნობოს რაიმე BUILD-კონფერენციამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. მაგრამ ალბათ ყველაფერი ასე მძიმედ არ არის, როგორც ბევრი ფიქრობს. Windows 8-ის ადრეულ ი ანაწყობები უკვე გაიპარა ინტერნეტში და საკმაო დრო დაიხარჯა იმისათვის, რომ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს იგი. რა უნდა ვთქვათ, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს Windows 8-ზე დეველოპინგი არა თუ საშინელებაა, არამედ როგორც იქნა შეძლებს ააცილოს დეველოპერებს მრავალი გამაღიზიანებელი წინააღმდეგობა მათ გზაზე. თუ მაიკროსოფტს გამოუვა ყველაფერი დაგეგმილი, ვინდოუსის შემდეგი ვერსია იმდენადვე მნიშვნელოვანი გახდება, როგორი მნიშვნელოვანიც უნდა გამხდარიყო Windows Longhorn-ი.

ცოტა ისტორია

რათა გავიგოთ ზოგიერთი ჩახლართული მომენტი, ისტორიული ექსკურსის გაკეთება მოგვიწევს. სანამ სცენაზე .Net-ი გამოვიდოდა, Windows-აპლიკაციების შექმნა ორი სხვადასხვა გზით ხდებოდა. „დიდი“ აპლიკაციები, როგორიცაა ოფისი, ფოტოშოპი, ბრაუზერები და ა.შ. იწერებოდა Win32 API-სა და C++-ის საშუალებით. Win32 API გახლავთ ფუქნციების დიდი ნაკრები, რომლებიც ქვედა დონეზე გაძლევენ წვდომას ისეთ რამეზე, როგორიცაა სამომხმარებლო ინტერფეისის გრაფიკული გამოსახვა, მონაცემთა გადაცემა ქსელში, ფაილურ სისტემასთან წვდომა და მრავალი სხვა. Win32 API წყვეტდა მრავალ საკითხს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს მთლად კარგად ვერა, ზოგიერთს კი საერთოდ ვერ წყვეტდა. მგალითად, მონაცემთა ბაზებთან წვდომა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის საშუალება ჰქონდა, ძალიან მოუხერხებლად იყო გადაწყვეტილი. მაგრამ კიდევ უფრო აქტუალური გახლდათ ის, რომ Win32 API-ს მხოლოდ საბაზისო ნაკრები ჰქონდა ვიზუალური ინტერფეისის ასაგებად და მასში არ იყო წარმგოდგენილი დაკაბადონების რაიმე საშუალება. თითოეული ღილაკის, ველის და ხელსაწყოთა ზოლის განთავსება ხელით ხდებოდა. თუ დეველოპერს სურდა ელემენტების მდებარეობის შეცვლა ფანჯრის ზომის შეცვლის გამო, მას უბრალოდ ხელახლა უნდა განეტავსებინა ისინი ყოველი ცვლილებისას. რათქმაუნდა, დროთა განმავლობაში გაჩნდა მრავალი ბიბლიოთეკა, რომლებიც ემსახურებოდნენ როგორც დამატებითი ფენა პროგრამისტსა და ოპერაციულ სისტემას შორის (მათ შორის MFC მაიკროსოფტისაგან), მაგრამ Win32 API-ში ჩაღრმავება ფრიად საჭირო იყო, თუ გინდოდათ რომ ყველაფერს ემუშავა. დეველოპინგის მეორე მეთოდი გახლდათ Visual Basic-ი. მისი დახმარებით ზოგიერთი საკითხი ძალიან ადვილად გადასაწყვეტი იყო — კერძოდ, მონაცემთა ბაზებთან წვდომა და სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნა. ყველაფერი ამის გამო Visual Basic-ი კორპორატიული სამყაროს მეფე გახდა, რომლისაგანც ბევრს არ ითხოვდნენ, მთავარია ბაზას მიერთებოდა, წამოეღო ჩანაწერები და ასევე დაემატებინა ახალი ჩანაწერები. ამ ყველაფერს Visual Basic-ი გადასარევად ართმევდა თავს. ყველა დანარჩენისთან მას პრობლემა ჰქონდა. ჰო, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ Visual Basic-ს არ ჰქონდა OOP-ის მხარდაჭერა. და ამ დროს სცენაზე გამოჩნდა .Net-ი და ყველაფერი შეცვალა. .Net-მა დეველოპერებს მისცა Visual Basic-ის გამოყენების სიმარტივე, მაგრამ არასასიამოვნო ნაკლოვანებების გარეშე. ანალოგიურად ბეისიკისა, .Net-მა უზრუნველყო პროგრამისიტი მოსახერხებელი ხელსაწყოებით სამომხმარებლო ინტერფეისის შესაქმნელად და მონაცემთა ბაზებთან დასაკავშირებლად, ანუ ძალიან მოსახერხებელი იყო კორპორატიული აპლიკაციების შექმნისას. მაგრამ Visual Basic-ისაგან განსხვავებით, .Net-მა Win32-სთან წვდომა ერთ-ერთ ფუქნციად გაიხადა. ახალი პლათფორმა სწრაფად იკრებდა ძალებს კორპორატიულ სფეროში და მრავალი ახალი კომერციული პროექტი ზუსტად რომ მასზე დაფუძნდა. ოცნება, რომელსაც Longhorn ჰქვია Windows XP, რომელიც .Net-ის გაჩენამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა, არ იყენებდა ამ ტექნოლოგიას. მაგრამ PDC-ზე 2003 წლის ოქტომბერში მაიკროსოფტმა პირობა მისცა დეველოპერებს, რომ გამოასწორებდა სიტუაციას Windows Longhorn-ის გამოშვებით. ვინდოუსის ამ ვერსიას უნდა ჰქონოდა .Net-ი ბრითვის დონეზე, რაც თავის მხრივ ფართო გზას უხსნიდა ახალ პლათფორმას WinFX-ს — Windows Framework. ყველაფრის გარდა, WinFX-ი შეიცავდა თავის თავში ვექტორული, მაშტაბირებადი, აპარატურულად აჩქარებული სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნის ახალ მეთოდს, სახელად Avalon. თვითონ ვინდოუსიც უნდა დაწერილი ყოფილიყო WinFX-ის მეშვეობით სისტემური აპლიკაციებს დონეზე, როგორიცაა Windows Explorer, კალკულატორი და ა.შ., ხოლო .Net-ი უნდა გამხდარიყო აპლიკაციების შექმნის მთავარი საშუალება. Win32 დარჩებოდა უკუთავსებადობისათვის, მაგრამ გაიყინებოდა და დავიწყებას მიეცემოდა. Longhorn-ს უნდა დაესამარებინა პროგრამების დაწერის ყველა ძველი ხერხი და დაეწყო დეველოპინგის ახალი ერა, რომელიც არ იქნებოდა დამძიმებული მოძველებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით. როგორც ვიცით, Longhorn-მა ვერ იხილა მზის შუქი. პროექტი გადაიქცა უზარმაზარ და მოუქნელ მონსტრად. ამასთან ერთად დაიწყო Windows XP-ზე თავდასხმები და მაიკროსოფტმა მთელი თავისი ძალები მიმართა XP-ის გაძლიერებაზე, რის შედეგადაც მივიღეთ Windows XP SP2, ხოლო შემდეგ დაიწყო სემდეგი ოპერაციული სისტემის შექმნა, სახელად Windows Vista. კურსის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მხსვერპლი გახლდათ .Net-ი. Windows Vista, თუმცა შეიცავდა რამოდენიმე რადიკალურ ცვლილებას, WinFX-ის კონცეფცია არ გაიზიარა. Avalon-ი დაემატა სისტემას, მაგრამ არ გახდა ბირთვის შემადგენელი ნაწილი. .Net-კოდის ერთადერთი მნიშვნელოვანი მატარებელი გახდა Media Center-ი. ყველა დანარჩენი — Win32-ია, თანაც განახლებული და გაფართოებული. მასში დაემატა მრავალრიცხოვანი ქვედა დონის ფუქნციები, აგრეთვე ცვლილებები გრაფიკულ ქვესისტემაში. არცერთი ეს ფუქნცია ნორმალურად არ მუშაობდა. ამ ყველაფრის მიზეზი რამდენიმე გახლდათ და უპირველესად ის, რომ მაიკროსოფტი დაყოფილია ჯგუფებად. Windows-ი იქმნება ჯგუფში Windows Division (WinDiv), ხოლო .NET — ჯგუფში Developer Division (DevDiv), რომელიც თავის მხრივ არის ჯგუფის Server and Tools business ნაწილი. და მართალია ლოგიკურია ვიმსჯელოთ, რომ ეს ორი ჯგუფი მოქმედებდა შეთანხმებულად, მაგრამ ეს ასე არ ხდებოდა. რის ან ვის გამო კი არა — უბრალოდ მათ სხვადასხვა პრიორიტებები ჰქონდათ.

დაძაბულობის წერტილი

ზოგიერთ ამ პრიორიტეტს თავის დროზე განსაზღვრული აზრი ჰქონდა. ასე, WPF-ის გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ .Net-პროგრამებში, რომლებიც C# ან Visual Basic.NET-ის იყო დაწერილი. მთელი მისი API მიუწვდომელი იყო პროგრამებისათვის, რომლებიც დაწერილია C++-ზე, რაც მნიშვნელოვანი წინააღნდეგობაა არსებული აპლიკაციების WPF-ზე გადატანის გზაზე. ამას აზრი ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ახალი პროგრამა შეიქმნებოდა .Net-ის გამოყენებით, მაგრამ როდესაც გეგმები შეიცვალა და Win32 დაბრუნდა სცენაზე, ეს გახდა დიდი პრობლემა. მაიკროსოფტს არ შეეძლო გამოეყენებინა WPF ელეგანტური ვექტორული და ა.შ. ინტერფეისების შესაქმნელად თავის აპლიკაციებში. სხვა პრიორიტეტები არის შედეგი ბანალური არათავსებადობისა WinDiv-ისა და DevDiv-ის საქმიანობაში. DevDiv-ის მიზანი იყო გაეხადა .Net-ი მაქსიმალურად მოხერხებული დეველოპერებისათვის ახალი ფუქნციების დამატების გზით. WinDiv-ისათვის მნიშვენლოვანი იყო უკუთავსებადობის შენარჩუნება, საიმედოობა, აგრეთვე არსებული ტექნიკური შეცდომების შესწორება. ერთიც და მეორეც რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ DevDiv არ ექვემდებარებოდა WinDiv-ს და არ აქცევდა მას სატანადო ყურადღებას. შედეგად WinDiv-სათვის მოუხერხებელი იყო .Net-თან მუშაობა. .Net-ის შემდგომმა განახლებებმა გააუმჯობესეს სიტუაცია, მაგრამ ზარალი უკვე მიყენებული იყო. WinDiv-მა, უკმაყოფილო DevDiv-ის მუშაობით დააიგნორა ამ უკანასკნელის სამუშაო და Windows 7-ი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, იყენებს .Net-ს მხოლოდ Media Center-ში. ყველა ახალი API Windows 7-ში არის კლასიკური Win32 API და არა აქვს პირდაპირი წვდომა .Net-პროგრამებთან, ხოლო ჩვეულებრივმა Win32 აპლიკაციებმა ვერ მიიღეს შესანიშნავი ფრეიმვორკი სამომხმარებლო ინტერფეისების შესაქმნელად. Windows 8 ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებს. (გაგრძელება იქნება...)

5

ჰო, 4 წელი გავიდა. 1461 დღე და კიდევ რამდნიმე საათი, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 1540 ჩანაწერი, ანუ პრაქტიკულად დღეში ერთი სტატია მაინც. იყო ამ წლების განმავლობაში ბევრი ფიქრი, ჭოჭმანი — საჭიროა, თუ არა ამ ბლოგის არსებობა. სჭირდება თუ არა ვინმეს ის. თურმე საჭირო ყოფილა, თურმე ხალხი კითხულობს, ბევრი არა, მაგრამ კითხულობს. და მათგან წამოსული ენერგეტიკა მაძლევდა ძალას მეწერა, მეთარგმნა, მეფიქრა...

და აი, 4 წლის თავზე მე ისევ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: საჭიროა კი ეს ბლოგი?

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ბლოგო...

შენი დოქტორი დელფიუსი.

4th Anniversary
4th Anniversary

 

6

კომპანია Oracle-ის მიერ SUN-ის შეძენის შემდეგ OpenOffice.org-ის დამოუკიდებელმა დეველოპერებმა შექმნეა პროექტის ფორკი — LibreOffice. თავიდან ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ პროდუქტი სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნებოდა, თუმცა ამ პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, Document Foundation, შეძლო თავის მხარეზე დეველოპერების გადმობირება. ოდნავ მოგვიანებით ორაკლმა პირობა დადო, რომ OpenOffice.org-ს გადასცემდა საზოგადოებას. კომპანიამ პირობა შეასრულა.

უფლება OpenOffice.org-ის საწყისს კოდზე გადაეცა Apache Software Foundation-ს, ისევე როგორც პროექტთან დაკავშირებული ყველა ინტელექტუალური საკუთრება. ფონდი დატანხმდა კოდის მიღებაზე, თუმცა ეს გადაწყვეტლება სპეციალურმა კომიტეტმა უნდა დაამკიცოს.

დასაწყისისათვის საოფისე პაკეტი მოხვდება Apache-ის ინკუბატორში (ეს ამ ორგანიზაციის სტანდარტული პრაქტიკაა) კოდის ლეგალურობის შემოწმებისა და პროექტის გარშემო დეველოპერების შემოკრების მიზნით. ამის შემდეგ პროექტი საზოგადოებაში გადაინაცვლებს. სიახლემ ბევრი გაახარა — IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კევინ კავანახმა განაცხადა მზადყოფნაზე მიუერთდეს ამ პროექტს და ამისაკენ მოუწოდა სხვა კომპანიებსაც. უნდა ვივარაუდოდ, რომ დაინტერესებული მხარეების მხრიდან დადებითი რეაქცია იქნება — კოდი გავრცელდება Apache 2.0 ლიცენზიის პირბებზე, რომელიც მისაღებია როგორც ენთუზიასტებისათვის, აგრეთვე კომერციული დეველოპერებისათვის.

Document Foundation-ის რეაქცია საოცრად განსხვავებული გამოდგა. ორგანიზაცია მთლიანობაში დადებითად აფასებს ორაკლის კურს, მაგრამ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ კორპორაციის ძალისხმევა არ იყო მიმართული OpenOffice.org-ისა და LibreOffice-ის შერწყმის მიმართულებით. ანუ, ჩვენო, არ მოგვწონსო Apache Software Foundation-ში მიღებული წესებიო.

ეს სიატუაცია ძალიან ჰგავს სიტუაციას, რომელიც შეიქმნა XFree86-ის ფორკთან — X.Org (აქაც სალიცენზიო დაპირსპირება გახლდათ). რაღაც პერიოდი პროექტები პარარელურად ვითარდებოდნენ, მაგრამ შემდგომ X11-ის ოფიციალური რეალიზაცია გახდა X.Org-ი, ხოლო კონკურენტი ისტორიის წყვიადში ჩაიძირა. აქაც ასეთ განვითარებას უნდა ველოდეთ, ხოლო ვინ გაიმარჯვებს, ამას დრო გვიჩვენებს.

2

იარაღის ამერიკულმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Lockheed Martin შეიძინა კვანტური კომპიუტერის პირველი კომერციული ნიმუში, D-Wave One, რომელის შეიმუშავეს კანადურ კომპანიაში D-Wave Systems.

გარიგების ფასი გახლავთ 10 მილიონი დოლარი. Lockheed Martin-ის წარმომადგენლებმა მთელი წელი დახარჯეს, რომ გაცნობოდნენ 128-კუბიტიან პროცესორს D-Wave One, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფს უზარმაზარი კრიოგენული დანადგარი, ფართობით 10 კვადრატული მეტრი. D-Wave Systems თანადამფუძნებელი, ჯორდი როუზი (Geordie Rose) გარიგებას საეტაპოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კვანტური კომპიუტერები თანდათან გადადიან იმ ტექნოლოგიების სიაში, რომლებიც მზად არის სამრეწველო გამოყენებისათვის.

Quantum Computer
Quantum Computer

კვანტური ბიტები D-Wave One-ში იწყობა ზეგამტარი მარყუჟების ბაზაზე
ჯოზეფსონის ორი კონტაქტით. დენი აქ შეიძლება გადაედინებოდეს საათის ისრის მიმართულებით, ან პირიქით, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ „0“ და „1“.

Quantum Computer
Quantum Computer

წყარო: NewScientist

 

3

მეგობრებო, თუ კიდევ შემორჩა ამ ბლოგს მკითხველი, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ბლოგზე იანვრის შემდეგ არ ყოფილა არცერთი ჩანაწერი. ამის ბევრი მიზეზი არსებობდა, პირველ რიგში დედაჩემის მძიმე ავადმყოფობა. მაგრამ დღეისათვის მძიმე სენი დაძლეულია, ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ.

არ შემიძლია არ დავწერო იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველ რიგში ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად როგორც იქნა გაეშვა საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფის პორტალი www.gemug.ge, რაც მე ძალიან მახარებს. მართალია, ოჯახური პრობლემების გამო მისი ასე ვთქვათ „რასკრუტკა“ ასევე ნელი ტემპით წარიმართა, მაგრამ დღეიდან მას დიდ დროს დავუთმობ და იმედია ის გახდება ერთ-ერთი წამყვანი რესრუსი ქართულ ინტერნეტში მაკის თემატიკასთან დაკავშირებით.

მეორე ის, რომ ჩემს Macbook Pro (Early 2008)-ს დაუზიანდა გრაფიკული პროცესორი. ვინც გარკვეული ხართ საკითხში, იცით რომ 2008 წლის გაზაფხულზე გამოშვებულ ნოუთბუკებში nVidia-ს გამოისობით მოხდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა, რის გამოც ნოუთბუკის ჩემნაირ მოდელებში ხდება ეს სავალალო დაზიანება. მაგრამ ეფლმა გამოაცხადა 4 წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დედადაფის უფასოდ გამოცვლას მსოფლიოს მაშტაბით. ჰოდა სწორედ ამ პროგრამით უკვე შევუკვეთეთ ახალი დედადაფა და დაახლოებით ამ თვის ბოლოსათვის მივიღებ ჩემს გაცოცხლებულ ნოუთბუკს ;)

კი მაგრამ, იკითხავს გაოცებული მკითხველი, თუ მაკის შესახებ ინფორმაცია გინდა რომ მოგროვდეს ახალ პორტალზე www.gemug.ge, აქ რაღა უნდა წერო?

გეტყვით, ყველაფერს გეტყვით. ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ ეფლის კომპიუტერებით გატაცება ჩემი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ჰობია. კიდევ მე მაინტერესებს ლოკალიზაცია, ვორდპრესი, დრუპალი და ზოგადად ყველაფერი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. ჰოდა ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ არის ზღვა! შევეცდები არ მოგაკლოთ როგორც სიახლეები, ასევე სტატიები ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგების შესახებ.

მოკლედ, ბლოგი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას. გთხოვთ არ დაიზაროთ და კომენტარის სახით დაწეროთ, თუ რა საკითხები იქნება თქვენთვის საინტერესო. დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემს გვერდით დარჩით!