Apple-ის 2011 წლის კალენდარი

შემდეგი წელი ჩვენი საყვარელი კომპანიისათვის ძალიან დატვირთული უნდა გამოვიდეს სიახლეებით. როგორც უკვე ვიცით, 2011 წლის დასაწყისში გაეშვება ახალი სერვისი — Mac App Store, აგრეთვე მოსალოდნელია iPhone-ისა და iPad-ის ახალი თაობების გამოსვლა. თუმცა, სტივის გადამკიდე, მარტო ეს არ იქნება სურპრიზების ჩამონათვალში. ჟურნალის ComputerWorld ექსპერტებმა გადაწყვიტეს გაერისკად და შეექმნათ ეფლის პროდუქტების გამოსვლის კალენდარი. რათქმაუნდა მას სუფთა თეორიული სახე აქვს, ამიტომ ძალიან ნუ გავბარზდებით, თუ რელაობას არ დაემთხვევა. მაშ ასე, შევუდგეთ: იანვარი

  • მუშაობას იწყებს Mac App Store;
  • Apple-ი წარმოადგენს iPad 2-ს – უფრო სწრაფს, უფრო თხელს და ორი კამერით აღჭურვილს. გაყიდვა დაიწყება აპრილში;
  • Apple-ი იუწყება 1-ლი კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ: Mac-ის, iPhone-ისა და iPad-ის გაყიდვები სულ  უფრო იზრდება;
  • იწყება iWork 11-ის გაყიდვა App Store-ში;
  • News Corp. გაყიდვაში უშვებს ელჟურნალს The Daily iPad-ისათვის.

თებერვალი

  • Aperture მიიღებს განახლებას;
  • ჩამოტვირთულია პირველი მილიონი აპლიკაცია Mac App Store-იდან. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს iWork-ი და უფასო თამაშები;
  • გაცხადდება iAds-ის საგაზაფხულო პარტნიორების სია, თუმცა რეკლამიდან შემოსული თანხა საიდუმლოდ დარჩება;
  • iTunes-ის განახლებულ ვერსიაში ტელეგადაცემების ტრანსლაციის შესაძლებლობა დაემატება. საკაბელო ტელეკომპანიების აქციები გადასაყრელი ხდება.

მარტი

  • გაყიდვაში გამოდის iPhone-ის ვერსია Verizon-ისათვის;
  • იწყება თეთრი iPhone-ის გაყიდვები, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია;
  • iBookstore-ში გაჩნდება ვებ-სერვისების მხარდაჭერა;
  • ეფლის გამოუშვებს სპეციალურ ხელსაწყოს iBookstore/iTunes Extra-ში შიგთავსის შესაქმნელად, მომავალში ეს ხელსაწყო iLife-ის ნაწილი ხდება.

აპრილი

  • Apple-ი განაახლებს MacBook Pro-ებს, ზოგიერთ მოდელში აღარ არის ჩაყენებული ოპტიკური დისკწამყვანი და ხისტი დისკების ნაცვლად SSD-ებია გამოყენებული;
  • Apple აქვეყნებს მეორე კვარტლის შედეგებს;
  • iPad 2 გამოდის გაყიდვაში, პირველივე დღეს გაყიდვების რაოდენობა მილიონს აღწევს;
  • Final Cut Studio განახლდება 64-ბიტამდე და იღებს მძლავრ ხელსაწყოებს iAd-ისათვის;
  • iMac-ის ახალი ვერსია იყიდება Magic Trackpad-ით.

მაისი

  • iPad 2-ის გაყიდვები პირველი ორი თვის განმავლობაში აჭარბებს 6 მილიონ ცალს;
  • გამოდის Logic Studio-ს განახლება, რეალურ დროში მიქშირების დამატებითი ფუქნციებით.

ივნისი

  • სტივი სიტყვით გამოდის WWDC-ზე;
  • WWDC-ის ფარგლებში ხდება iPhone 5-ის პრემიერა;
  • WWDC-ზე წარმოდგენლია OS X Lion-ის ბეტა-ვერსია;
  • Safari 6 გვთავაზობს Flash-ის გაუმჯობესებულ მხარდაჭერას, მაგრამ ეს ტექნოლოგია ხდება ოფიონალური;
  • OpenJDK Project წარმოგვიდგენს Java-ს სრულიად დატესტილ ბეტა-ვერსიას OS X Lion და Snow Leopard-ისათვის;
  • წარმოდგენილია ოპერაციული სისტემა iOS 5, რომელშიც დამატებულია მრავალი ახალი ფუნქცია.

ივლისი

  • იწყება iPhone 5-ისა და iPad 2-ის გაყიდვები აშშ-ს ფარგლებს გარეთ;
  • Apple აქვეყნებს მესამე კვარტლის შედეგებს;
  • წარმოდგენილია სამაგიდე სისტენების განახლებები. Mac Pro-ში დამატებულია LightPeak-ის მხარდაჭერა.

აგვისტო

  • Apple-ი ატარებს მუსიკალურ ღონისძიებას და წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტებს, მათი გაყიდვები სექტემბერში იწყება (იხ. ქვემოთ);
  • Apple-ი წარმოგვიდგენს Android-ის ემულატორს iPhone-ზე.;
  • ჯოჯოხეთი იყინება: iTunes-ი საშუალებას აძლევს Android-ის მფლობელებს შეიძინონ მუსიკა iTunes Store-ში.

სექტემბერი

  • გამოდის iTunes 11 ღუბელოვანი მუსიკალური სერვისების მხარდაჭერით. „ჩვენ ამაზე ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ“, აცხადებს ჯობსი ამ განახლების წარმოდგენისას;
  • იწყება ახალი iPod touch-ის გაყიდვები, რომელიც დაფუძნებულია iPhone 4-ზე და გააჩნია უფრო დიდი მეხსიერება;
  • iPod nano-ს ცვლის iPhone nano: მას აქვს პროცესორი A4, მხარს უჭერს ხმოვანი გამოძახების ფუნქციებს და გააჩნია კომპაქტური კორუსი;
  • iPod classic იხსნება წარმოებიდან;
  • Apple TV მიიღებს ახალ (A5?) პროცესორს.

ოქტომბერი

  • გამოდის Mac OS X Lion-ის ფინალური ვერსია;
  • iOS 5.1-ის დებიუტი — iOS/OS X გაფართოებული ინტეგრაციით;
  • გამოდის iLife 12 რამოდენიმე ღრუბელოვანი ფუნქციით. ეს ქიქნება პირველი iLife, რომლის შეძენა მხოლოდ App Store-ში იქნება შესაძლებელი;
  • Apple აქვეყნებს მეოთხე კვარტლის შედეგებს.

ნოემბერი

  • გამოდის iOS 5.2;

დეკემბერი

  • ჩამოტვირთვების რაოდენობა App Store აღწევს 5 მილიარდს;
  • ჩამოტვირთვების რაოდენობა Mac App Store აღწევს 100 მილიონს;
  • Apple ადასტურებს ინფორმაციას, რომ გაყიდულია 5 მილიონი iPhone nano და ფასებს აგდებს შობისათვის.

აი, ასეთი დატვირთული წელი გამოვიდა. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, მომავალი ბოცვერის წელი რამოდენიმე სენსაციას გვპირდება: რად ღირს თუნდაც iPhone nano და Android-ის დაშვება iTunes-ში! მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გაფრთხილებთ, ეს მხოლოდ ჭორებია, მეტი არაფერი!

6 კომენტარი;

  1. მაგარი იყო… მეგონა ვანგა მესაუბრებოდა :D

    მომავალ წელს ზოგიერთი კომპანია გაკოტრდება ვატყობ….
    აიპედ 2 ველოდები…

    • საინტერესოა, რამდენი ასრულდება ამ ჩამონათვალიდან? :)

  2. აიპად 2 -ზე არაფერი ისმის?
    იანვარშიო აბა?
    :(

    ისე აიპად 2 რომ გამოვა, ახლანდელი აიპადის ფასი რამდენად დაიკლებს?

    • ახალი აიპადი სავარაუდოდ მარტში იქნება წარმოდგენილი. ძველზე ფასი არ დაიკლებს, ის უბრალოდ გაქრება გაყიდვიდან. ახლის ფასი იგივე იქნება, რაც ახლანდელის. ასეთია ეფლის პოლიტიკა ფასწარმოქნაში.

  3. რა აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებენ :))
    ბილ გეითსა და მაიკროსოფთს მახსენებს, თავის ახალგაზრდობაში, რამდენიმეჯერ სასამართლოც კი ჰქონდათ მონოპოლიის შესუსტების მიზნებით.

    წარმატებები ეფლს!!

კომენტარები დახურულია.