Apple-ის ორი რეკორდი ერთ დღეს

დღეს, 14 ოქტომბერს, Apple-მა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა. ჯერ ერთი, აშშ-ში კომპანიამ 90-იანი წლების შემდეგ გადალახა ბაზრის 10%-იანი წილი. მეორეც, მისი აქციების ფასმა გადალახა 300 დოლარიანი ბარიერი.

კონსალტინგური კომპანიის Gartner ანგარიშგების მიხედვით, 2010 წლის მესამე კვარტალში აშშ-ს კომპიუტერული ბაზარი გაიზარდა 2.2 პროცენტით. მთავარი პრობლემები შეექმნათ სამ ძირითად მწარმოებელს: HP-მ მაინც შეძლო მოცულობის გაზრდა 2 პროცენტით, მაგრამ Dell-ს და Acer-ს დაუფიქსირდათ ვარდნა 5.8 და 21 პროცენტით. ამ დროს Apple-ს 13 პროცენტიანი ზრდა აღენიშნება გაყიდვებში, რამაც საშუალება მისცა დაეკავებინა აშშ-ს ბაზრის 10 პროცენტი. მეტიც, მესამე ადგილზე მყოფი Acer-ისაგან Apple-ს მხოლოდ 0.1 პროცენტი აშორებს.

Apple Record
Apple Record

მეორე რეკორდი კომპანიამ უოლ-სტრიტზე დაამყარა, სადაც აქციების ფასმა 300 დოლარს გადააჭარბა.

და მართლაც, ეს Apple-ის ამჯამინდელი მდგომარეობის ადექვატური შეფასებაა: iPhone-ები კვლავაც “ცხელ-ცხელ” საქონლად ითვლება და არაადმიანური სისწრაფით იყიდება, iPad-ი თავის სეგმენტში უსიტყვო ლიდერად რჩება, მაკების გაყიდვები მატულობს.

Apple Record
Apple Record

Comments

One response to “Apple-ის ორი რეკორდი ერთ დღეს”

  1. inner Avatar

    ყველაფერი გადასარევია, მაგრამ DELL-ის ვარდნა არ მომეწონა. ერთადერთი ბრენდია რომელსაც დიდ პატივს ვცემ ვაშლის შემდეგ.