iPod nano — პირველი მიმოხილვა ქართულად

მცირედი შეყოვნების შემდეგ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს მიმოხილვებს ეფლის სამყაროდან რაშიც უცვლელად გვეხმარება ჩვენი მეგობარი და სპონსორი კომპანია iphones.ge და მისი ხელმძღვანელი აკა ხუხაშვილი. iphones.ge-ის მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძნოთ კომპანია Apple-ის უახლესი მოწყობილობები საუკეთესო ფასად! ეწვიეთ მაღაზიას მისამართზე ლესელიძის 53, კმაყოფილი დარჩებით!

დღეს iphones.ge-მ ტესტირებაზე გადმოგვცა უახლესი iPod nano. მოდით ვნახოთ თუ როგორია ის!

ალბათ დამეთანხმებით, რომ iPod nano მუსიკალურ ბაზარზე ერთ-ერთი ბესტსელერია. 2005 წელს მან შეცვალა იმ დროისათვის უკვე მოძველებული
iPod Mini, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახალ პოპულარულ დამკვრელებს.

ამასწინდელ სპეციალურ მუსიკალურ ღონისძიებაზე სტივ ჯობსმა წარმოგვიდგინა iPod nano-ს მეექვსე ვერსია. ყველა წინამორბედთან შედარებით ის ყველაზე მცირე ზომისაა (37.5 x 40.9 x 8.78 მმ), ამასთან ძალიან მსუბუქიც (21 გრ).

მინიატურულ პლეერს გააჩნია 1.54 დუიმიანი ეკრანი „მალთითაჩის“ მხარდაჭერით, მისი გარჩევადობაა 240 x 240 პიქსელზე.

მოწყობილობის ქვედა ნაწილში განთავსებულია დოკ-შესაერთებელი კომპიუტერთან დასაკვშირებლად და 3.5 მმ-იანი ბუდე ყურსაცვამებისათვის. უკანა კედელზე დამაგრებულია კლიფსა ტანსაცმელზე მისამაგრებლად და კომპანიის ლოგო. ზემოდან მოთავსდა სამი ღილაკი — ორი ხმის რეგულირების და ძილის რეჟიმის ჩართვა/გამორთვის.

App Store-ის ან iTunes-ის მხარდაჭერა გათვალისწინებული არ არის. თუმცა ინტერფესი ძალიან მარტივია და მოსახერხებელია. ეკრანზე განთავსებულია 4 ხატულა და არის მენიუს 4 სექცია. სულ 16 ხატულა. როგორც აიფონში, აქაც საკმარისია თითი გადაუსვათ ეკრანს და მენიუს სექციებში ძალიან მარტივად გადახვალთ.

ეკრანის ზედა ნაწილში ნახავთ დამკვრელის მუშაონის სტატუსს და აკუმულატორის მუხტის ინდიკატორს. მართალია ნანოს არა აქვს მაღვიძარა, მაგრამ აქვს ტაიმერი და წამზომი.

მეექვსე ვერსიაში ნანოდან ამოიღეს ვიდეოს ჩაწერისა და დაკვრის რეჟიმი, სწორედ ამის გამო მოხერხდა ზომების შემცირება.

მე უკვე 10 საათია უწყვეტად ვსარგებლობ ახალი ნანოთი (სამწუხაროდ მხოლოდ ორიოდე დღით, მერე უნდა დავაბრუნო) და ძალიან მომწონს, რადიოს ვუსმენდი ახლა ტრანსპორტში და ხმის ხარისხით კმაყოფილი დავრჩი. თანაც აკუმულატორი 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გათვლილი, რაც ფრიად კარგია.

მოკლედ ძალიან საინტერესო მოწყობილობაა! ვისაც გიყვართ ეფლის ტექნიკა და თანაც სიახლეები, ეს არ უნდა გამოტოვოთ. ხოლო ვისაც ჯერ-ჯერობით არ გაქვთ ამ საოცარი კომპანიის არცერთი პროდუქტი, დროა გაკეთოთ თქვენი არჩევანი!

8 thoughts on “iPod nano — პირველი მიმოხილვა ქართულად

  1. კარგი მიმოხილვაა, დოქტორო! :)
    ამ აიპოდზე მისი წარდგენის მერე ვოცნებობ… მართლაც საოცარი კომპანიაა!

    მეPod – რაც ყველაზე ძალიან მიყვარს…

    1. დღევ ვნახოთ და იქნება ორიოდე დღეში iPod Touch-ის მიმოხილვაც მოვამზადო ;)

  2. რო შემოვედი გამიხარდა ახალი სტატიები რო დამხვდა :)

  3. მეხუთე თაობა გაცილებით მერჩივნა.. ძალიან მოუხერხებელია, არანორმალურად პატარაა :) და ასევე მუსიკის ნავიგაცია და ძებნა ძალიან გამიჭირდა.. ასე რომ მეხუთე თაობა ჩემის აზრით ჯობია…

Comments are closed.