ახალი Macbook Pro-ს მიმოხილვა

მეგობრებო,

დღეს ჩემმა მეგობარმა და ჩვენი ეფლისტების ორგანიზაციის სპონსორმა აკა ხუხუაშვილმა, რომლის მაღაზია განთავსებულია ლესელიძის 53 ნომერში, ტესტირებისათვის გამომცა ამასწინათ გამოშვებული ახალი Macbook Pro Intel Core i7 პროცესორით.

ახლა ამ მცირე პოსტს ზუსტად ამ კომპიუტერიდან ვწერ.  ამ კვირის ბოლოს შემოგთავაზებთ სრულფასოვან მიმოხილვას ამ ნოუთბუკის შესახებ.

P.S. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ ჩემი ახალი iPhone 4-ი ჩამოაღწევს ლონდონიდან, მანამდე აკა ტესტირებისათვის გადმომცემს აღნიშნულ ტელეფონს. შემდეგ კვირაში იხილეთ პირველი ქართული მიმოხილვა iPhone 4-ის შესახებ!

დარჩით ჩვენთან ;)

Macbook Pro Review
Macbook Pro Review

2 thoughts on “ახალი Macbook Pro-ს მიმოხილვა

  1. ჰოო, ეს მგონი სწორედ ისაა, რის ყიდვასაც მე ვაპირებ, როგორც კი 1200$+ მექნება.
    ინტერესით წავიკითხავ ობიექტურ მიმოხილვას, განსაკუთრებით მაინტერესებს, რით ჯობია ჩვეულებრივ, თეთრ (ჩემი აზრით ბევრად სიმპატიურ) მაკბუქს ? ალბათ ჩაინიკური კითხვაა, მაგრამ ეფლთან ჯერჯერობით მხოლოდ შეხება მქონია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და აწი ვაპირებ გადაბარგებას :))

    1. სალამი! ბოდიში პასუხის დაგვიანებისათვის.
      სხვაობა თერთა ალუმინის ნოუთბუკებს შორის არის პროცესორის, მეხსიერების და ა.შ. მთელი რიგი პარამეტრების უკეთესი მაჩვენებლები ალუმინის ვერსიების სასარგებლოდ.
      მაგრამ ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის, რომელსაც ყოველდღიურად ბრაუზინგი, სკაიპი, კინოების ყურება და მუსიკის მოსმენა სჭირდება, თეთრი ბუკის გადასარევია!
      ასე რომ ტყუილად ნუ გადაიხდი ზედმეტს. ;)

      რაც შეეხება რჩევებს, ვეცდები მაქსიმალურად დაგეხმარო!

Comments are closed.