iPhone 4-ის პრობლემები

სანამ iPhone 4-ის ჩემი პირადი ეგზემპლარი ჩამოაღწევს თბილისამდე (სამიოდე კვირა დარჩა), მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პრობლემები წარმოიშვა ამ ახალი ტელეფონის გარშემო და რამდენადაა ეს პრობლემები სერიოზული. თუ ყურით მოთრეულია ზოგიერთი მათგანი და არც კი ღირს ყურადღების გამახვილება?  iPhone 4-ი უკვე რამოდენიმე კვირაა, რაც გაყიდვაში გამოვიდა. პირველი რამოდენიმე ქვეყნა, სადაც ეს მოხდა არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და კანადა (მოგვიანებით კანადაში გაყიდვები გადაიდო სასაწყობო მარაგების არქონის გამო). და გაყიდვის პირველივე დღეებიდან ისმის პრეტენზიები ინტერნეტში ამ ახალი მოწყობილობის მუშაობასთან დაკავშირებით. ესაო, ისაო და ტელეფონი ცუდად იჭერსო. ძირითადი პრობლემა, რაზეც მომხმარებელბი ამახვილებენ ყურადღებას, ეს არის აპარატის ხელში მჭიდროდ აღების დროს სიგნალის საკმაოდ სწრაფი კარგვა. როგორც მოგეხსენებათ ახალი iPhone 4-ის ანტენა კორპუსის გარედანაა გაკეთებული. ფაქტობრივად ტელეფონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: წინიდან სენსორული ეკრანი, უკნიდან შუშის ფირფიტა და მათ შორის დამჭერი ეს ყბადაღებული ანტენა. შესაბამისად ახალ ტელეფონს ხელში ვერაფრით ვერ დაიჭერთ ისე, რომ ამ ანტენას არ შეეხოთ. აი მანდ იწყება საინტერესო. სიგნალის კარგვა ხდება მაშინ, როდესაც ტელეფონს იჭერთ მარცხენა ხელით (მეც ცაცია ვარ, მასე მიჭირავს ტელეფონები), ანტენის ორი ნაწილი მარცხენა ქვედა კუთხეში ხელის გულის მეშვეობით ერთმანეთან კონტაქტდება.

რაღათქმუნდა იმწუთასვე ინტერნეტი აივსო უკმაყოფილო მომხმარებლების წუწუნით. რამოდენიმე ტიპმა წერილიც კი აფრინა სტივიკოსთან ელფოსტის საშუალებით. სტივის პასუხმა არ დააყოვნა (ჰეი, სტივ, რამდენი ხანია მოგწერე წერილი, მიპასუხე! :] ) — ჯერ იყო და სტივი უხსნიდა მომხმარებლებს, რომ მათ თურმე ტელეფონი არასწორედ უჭირავთ ხელში (ჰიჰი, გულიანად ვიცინე მაგაზე), შემდეგ, როდესაც ამან არ გაჭრა, სტივმა ახალი რჩევა გამოაცხო: „გამოიყენეთ შალითაო“ (ე.წ. Bumper-ი). არა, ეს შალითა მართლაც ლამაზი რამაა. მაგრამ იქნებადა მე სულაც არ მინდა მისი დაყენება, თანაც ამაში თითქმის 30 დოლარის გადახდა? ერთი მომენტი ქსელში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ალბათ ეფლი ეცდება ამ პრობლემის გამოსწორებას ამ შალითების მომხმარებლებზე უფასო ჩუქებით. მაგრამ აქაც სტივი ჩაერია და თავისი თანამშრომლები სასტიკად გააფრთხილა, არავის არ აჩუქოთო! იმწუტასვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ანტენის ასეთი ცუდი მუშაობა სპეციალურადაა მოწყობილი და ამ შალიტების გასასაღებლად არის გაკეთებულიო. მაგრამ არ მჯერა მე მსოფლიო შეთქმულებების, არც ამ ნაბოდვარისა არ მჯერა.

გაყიდვიდან ერთი კვირის შემდგომ გავრცელდა ახალი ჭორი, რომ თითქოს ანტენის ასეთი ცუდი მუშაობა პროგრამული უზრუნველყოფის გამართაობის გამო იყო და რომ ეფლი სასწრაფო წესით გამოუშვებდა მიკროკოდის (Firmware) განახლებას 4.01. არ ვიცი, მე ინჟინერი არ ვარ, მითუმეტეს სატელეკომუნიკაციო სისტემების, შესაბამისად ვერ ვიტყვი, უშველის თუ არა ეს განახლება ამ პრობლემას. სავარაუდოდ რომ ვერა. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე უკვე და აგერ მოთმინებით ველი, თუ როდის ჩამომივა ლონდონიდან ახალი აიფონის ჩემი ეგზემპლარი.

შემდეგ ქსელში გამოჩნდა სხვა მომხმარებლების ვიდეოები, სადაც აშაკარად ჩანდა, რომ ტელეფონის ხელში ნებისმიერი ფორმით დაჭერის შემთხვევაშიც სიგნალის არანაირი კარგვა არ ხდებოდა. ამან კიდევ უფრო ააჩოჩქოლა ხალხი. წამოვიდა იდეები, რომ ტელეფონების პირველი პარტია უბრალოდ წუნდებული იყო. ნეტამც ასე იყოს. და ნეტამც ჩემი ეგზემპლარი ახალი პარტიიდან აღმოჩნდეს :) ჰო ასევე პირველი მომხმარებლები იტყობინებოდნენ, რომ ტელეფონის ეკრანზე ჩანდა გაურკვეველი ხასიათის ყვითელი ლაქები. ეფლმა ამაზე განაცხადა, რომ ეს იყო ის წებო, რომლითაც შეწეპებულია ეკრანის ცალკეული ნაწილები და რომ ამ წებობ ვერ მოასწრო გაშრობა. და რომ რამდენიმე დღეში ეს ლაქები გაქრებოდა. ვითვალისწინებ, რომ უკვე აღარავინ წერს ამ ლაქების შესახებ, უნდა ვივარაუდო, რომ ეს სიმართლეა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მაგრამ ეფლის ახალმა პროდუქტმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა მომხმარებლებს შორის. არანაირად არ ვამართლებ ან არ ვებრძვი ეფლს, ვფიქრობ, რომ ანტენის ასეთი განლაგება არის კომპრომისი მომხმარებელთა ერთგვარ უხერხულობასა და სუპერ მაგარ დიზაინს შორის. იმ იდეის უარყოფა, რომელიც ანტენის ამდაგვარ მოწყობას გულისხმობს, ნიშნავს ტელფონის დიზაინის სრულ გადაკეთებას. ეს კიდევ დამატებითი ფულის და დროის ხარჯვაა. შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ასეთი დიზაინით შესაძლებელია პროდუქტის გამოშვება და რომ მომხმარებელთა დრტვინვა არ იქნება სასიკვდილო. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამ დღეში გაიყიდა… 1 700 000 ტელეფონი.  აი ზუსტად ამიტომაც WWDC-ზე საფარის ახალი ვერსიის ჩვენების მაგივრად საკმაოდ დიდი ყურადღება სწორედ ამ Bumper-ებს დაეთმო. ტყუილად არ მომხადარა ეს ;)

9 thoughts on “iPhone 4-ის პრობლემები

  1. ვწუხვარ, მაგრამ ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დიდი შეცდომა იქნა დაშვებული. არც სჭირდება ლაბორატორიული გამოკვლევა იმას, რომ მაღალსიხშირული კომპონენტები გარემოსთან პირდაპირი კონტაქტი (ამ შემთხვევაში ხელის შეხება) იწვევს მის მწყობრიდან გამოსვლას და გაუმართავ მუშაობას…

    1. იცი, არც მთლად მასეა საქმე. მე ახლა მაქვს 2G მოდელი, სამი წლის წინანდელი. ჰოდა მასზეც ხელს საკმაოდ მჭიდროდ რომ ვუჭერ კორპუსზე, იგივე ეფექტი აქვს, ანუ ანტენის ინდიკატორზე დანაყოფები ქრება. ახლა ორიოდე დღეში მივიღებ სატეტსო ვერსიას და დავწერ, ხოლო თვის ბოლოდან ჩემიც ჩამოვა. მე ერთადერთი რამის მჯერა: საკუთარი თვალების. :)

      1. ანტენის დაფარვა და ანტენაზე ხელით შეხება განსხვავებულ შედეგს მოგვცემს. ამ შემთხვევაში აშკარაა, მაპატიე ამ სიტყვისთვის, მაგრამ იდიოტური შეცდომაა ანტენის გარეთ გამოტანა…

  2. პრობლემა ნამდვილად არსებობს, ჩემს აიფონს სჭირს მსგავსი მაგრამ სიმართლე გითხრათ სულაც არ მიქმნის დისკომფორტს და საუბრისას ჯერ არ გათიშულა.

    მარცხენა ხელში აიფონის ისე დაჭერაც შეიძლება რომ ხელისგულში არ მოიქციო, თუმცა ნამდვილად არ დამჭირვებია ეს ჯერ, შეიძლება ჩემი ოპერატორის (Vodafone) სიგნალი იმდენად ძლიერია რომ ბოლომდე არ ითიშება, ვინაიდან მანამდე O2-ს ვიყენებდი და სახლში და გარკვეულ ადგილებში სხვა ტელეფონებითაც პრობლემა მქონდა სიგნალის მიღების, ხოლო ვოდაფონი ბოლომდე იღებს სიგნალს, აი როდესაც თითს მივადებ ანტენის ადგილას ან მთლიანად ხელისგულში მოვიქცევ აიფონს სიგნალი ვარდება თითქმის ბოლომდე მაგრამ არ ითიშება, ანუ ზარის განხორციელება მაინც შესაძლებელია.

    მოკლედ, მე ეჭვი მაქვს თუ ახალი პარტიები გამოსწორდა მაშინ ეპლი იძულებული გახდება აიფონები შეცვალოს.

    1. გეთანხმები იმაში, რომ შეიძლება თავი ავარიდოთ სიგნალის დაკარგვას. იქნება ეს ბამპერი, თუ ხელის არმიდება ანტენაზე, მაგრამ აშკარა ფაქტია, რომ ამხელაფასიანი აპარატის შეძენისას არ უნდა ვეძებდე მასზე ანტენებს და ტარაკნებს :D

  3. დღეს ქუჩაში დავტესტე და არაფერი სიგნალი არ იკარგება, საერთოდ არ რეაგირებდა თითით ან ხელისგულით დაფარვაზე, როგორც ჩანს დახურულ ადგილებში, შენობებში უფრო სჭირს და ისიც როცა ოპერატორის სიგნალი სუსტია, თანაც სიგნალი კი არ იკარგება, უბრალოდ აკლდება, მე არასოდეს არ გამთიშვია საუბრის დროს. ასე რომ ტყუილად არის აურზაური ატეხილი. ესაა ჩემი აზრი.

    1. შენს პირს შაქარი, ივერ :)
      ვეღარ ვითმენ, ერთი კვირა კიდევ უნდა ვიცადო, სანამ მივიღებ სატესტო ეგზემპლარს :)

      P.S. ახლა ამას ახალი Macbook Pro-დან. აი ძალიან სუპერია!
      ცოტა გამიჭირდება ძველზე დაბრუნება :P

  4. არა მაინც ვიყიდი იანვარში ამ ტელეფონს … მანამდე აქ კარგი განხილვის იმედი მაქვს ბატონი დიმიტრისგან… :)

    სამწუხაროდ ჩემ მაკბუკს აგვიანდება და გატეხილში ვარ :(

    კიდე ანტენის ამბავი ყვითელი ლაქებივით თითიდან გამოწოვილი მგონია..
    უბრალოდ ხალხს ანტენა უფრო ანაღვლებს და მაგაზე დადეს ფსონები… :D

Comments are closed.