ბლოგის განახლება

მოგესალმებით მეგობრებო!

დღეს ბლოგზე ბევრი სიახლე გვაქვს.

პირველ რიგში გამოვიცვალე ჰოსტინგ-კომპანია: ახლა ჩემი ბლოგის ძრავი serv.ge-ზეა განთავსებული. ჩემი სხვა პროექტისც მანდ გადავიტანე და თქვენც გირჩევთ, ნამდვილად კარგი კომპანიაა (არა, რეკლამაში ფული არ ამიღია, მართლა კარგი ფირმაა!).

მეორე, განვაახლე ჩადგმების (პლაგინების) ნაკრები, რაზეც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.

მესამე, განვაახლე ძრავის ვერსია, ახლა ჩვენი ბლოგი WordPress-ის მესამე ძრავაზე მუშაობს.

თემა: საწყის ეტაპზე გადავწყვიტე გამოვიყენო WordPress-ის ახალი ნაგულისხმევი თემა 2010, რომელიც საკმაოდ სიმპათიურია თავისთავად, მაგრამ მაინც ოდნავ შევავლე ხელი და ჩემთვის სასურველი იერსახე მივეცი. ეს ჯერ მცირედი მცდელობაა. სავარაუდოდ საბოლოოდ მთლიანად ნულიდან დავწერ ჩემი ბლოგისათვის თემას.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა. ბლოგი არ შეიცვლის თემატიკას, ჩვენ ისევ ვაშლებზე ვისაუბრებთ, მხოლოდ გავაფართოვებთ სასაუბრო თემებს.

მოკლედ, განახლებული ძრავით და ენერგიით ჩვენი ბლოგი აგრძელებს მუშაობას!

დარჩით ჩვენთან!

6 Comments

ანონიმური 01/07/2010

კარგია ძალიან დიზაინი მომეწონა ეიფლის კუბიც მომწონს….
გილოცავ განახლებას….

დელფი 01/07/2010

დიდი მადლობა გიორგი!

ანონიმური 01/07/2010

კარგი დიზაინია. ჰოსტინგიც საიმედოა, თავისთვად :)

დელფი 03/07/2010

დიდი მადლობა!
ცოტა კიდე სჭირდება ხელის შევლება, შრიფტები არ მომწონს.

temotemuka 01/07/2010

გილოცავ ყველაფერი ლამაზად და გემოვნებით არი ისე როგორც ეიფლს შეეფერება მოკლედ წარმატებები და რავიცი ყველაფერი კარგი (ისე რაღაც მეორე პროქტი ახსენე არ გვეტყვი რა პროექტია?)

დელფი 03/07/2010

მეორე პროექტი რათქმუნდა ასევე ეფლს ეხება, უფრო სწორედ ქართველი ეფლისტებისათვის ვამზადებთ სურპრიზს ;)

Comments closed