iPad დადებითად მოქმედებს eReader-ების ფასების ვარდნაზე

ელწიგნების მწარმოებელმა მრავალმა კომპანიამ სკეპტიკურად შეაფასა აიპადის გამოსვლა თავის დროზე. თურმე ისინი მწარედ ცდებოდნენ. აიპადის არანორმაულური პოპულარობა აიძლებს კონკურენტებს გადახედონ თავიანთ სამომავლო გეგმებს.

ყველაზე მოქნილები მაინც Amazon-ი და Barnes & Noble-ი აღმოჩნდნენ. პირველმა თავისი კინდლის (6 გოჯიანი ეკრანით) ფასი დაწია 190 დოლარამდე. მეორე კომპანიამ არათუ დაწია ფასი თავის Nook 3G-ზე 260-იდან 200 დოლარამდე, არამედ აგრეთვე გამოუშვა ახალი მოდელი 3G-ს გარეშე სულ რაღაც 149 დოლარად. ასეთმა ფასმა მოწყობილოსათვის რომელსაც ორი ეკრანი აქვს (მელნიანი და დამატებითი სენსორული) შეიძლება ბევერი დააინეტრესოს. რაღა დაგიმალოთ და მეც დავინტერესდი. YouTube-ზეც ვნახე მიმოხილვები. მაგრამ ცოტათი დამაფიქრა მოწყობილობის ოდნავმა სიზანტემ რეგირების საკითხში.

როგორც არ უნდა იყოს, აიპადმა დადებითი ზეგავლენა იქონია ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხში.


Comments

One response to “iPad დადებითად მოქმედებს eReader-ების ფასების ვარდნაზე”

  1. Mamaduka Avatar
    Mamaduka

    Kobo-ც 150 დოლარი ღირს მაგრამ მგონი ისიც ნელია :(