TRIM Mac-ში იქნება

დღეისათვის აქტუალურ 13 გოჯიან Macbook Pro პირველი მერცხალი გახდა TRIM-ის Mac OS X-ში დამატებაზე.

თუ კომპიუტერს მივუერთებთ SSD-დისკს, დავინახავთ პუნქტს „TRIM Support“, რომელიც არ იყო წინა მოდელის Macbook Pro-ებში.

Macbook Pro TRIM
Macbook Pro TRIM

TRIM-ი ითვლება ფრიად მნიშვნელოვნად მომავალში SSD-დისკებისათვის, ვინაიდან მას ექნება ასეთი დისკების მაქსიმალურ სიჩქარეზე მხარდაჭერის შესაძლებლობა და ექსპლუატაციის უფრო დიდი დროც. ძველი SSD-დისკები დროთა გნმავლობაში ნელდებოდნენ — როდესაც დაკავებულია სულ უფრო მეტი ადგილი დისკზე, სისტემა იძულებულია დაამუშაოს ბევრი „ნაგავი“, მაგალიტად წაშლილი ფაილები, რომ;ლებიც ფაქტიურად მაინც რჩება დისკზე. TRIM-ი იძულების წესით შლის ასეთ ადგილებს, რის გამოც ისინი მართლა ცარიელი ხდება და ახალი შიგთავსის ჩაწერა ადვილდება.

Windows 7 და Windows Server 2008 უკვე მხარს უჭერენ TRIM-ს, მაგრამ Apple-ს ჯერ კიდევ არ დაუმატებია ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა ყველა პროდუქტში, რასაც ნულამდე დაყავს SSD-დისკების გამოყენების უპირატესობა.

#