iBooks vs Kindle — ელ.ქაღალდი უკან იხევს

ჯერ-ჯერობით ელ. წიგნების ბაზარზე Amazon-ი ლიდერია, მაგრამ ეფლი თანდათანობით თავისკენ ქაჩავს საბანს. Kindle-ის მაღაზიაში არჩევანი უფრო დიდია, ფასები უფრო დაბალი, ვიდრე Bookstore-ში iPad-ისათვის, მაგრამ როგორც ჩანეს ეს დიდხანს ვერ გასტანს. როგორც კი ეფლი განავითარებს თავის მაღაზიას კიდევ უფრო და გაზრდის აიპადის გაყიდვებს, ყველაფერი შეიცვლება.

განსხვავება ორ კონკურენტს შორის კიდევ უფრო ნაკლები ჩანს, თუ გადავხედავთ New York Times-ის ბესტსელერებს. ამ სიის ნახევარი ორივე მაღაზიაშია წარმოდგენილი, მაგრამ სულ ორი თვის შემდეგ გაყიდვების დაწყებიდან ეფლმა დაითრია 63% ამ სიიდან, მაშინ როდესაც ამაზონს დათრეული აქვს 88%. იმათ შორის, რაც არის წარმოდგენილი, 80%-ს ერთანირი ფასი აქვს ორივე მაღაზიაში და ის რაც ამაზონში უფრო იაფია, იაფია სულ 1 დოლარით.

ამის გარდა გასათვალიწინებელია ის ფაქტი, რომ არაოფიციალური მონაცემებით ამაზონმა 3 წელიწადში გაყიდა 3 მილიონი Kindle, მაშინ როდესაც ეფლმა ორ თვეში 2 მილიონის გაყიდვა მოასწრო და წლის ბოლოსთვის გაუსწრებს ამაზონს.

One Reply to “iBooks vs Kindle — ელ.ქაღალდი უკან იხევს”

  1. ესეიგი მაგიტომ არი მაგ მაიმუნობაზე ფასდაკლება :) :)

Comments are closed.