iPhone 4-ის კანადაში გაყიდვა გადაიდო, რიგში ევროპაა!

iPhone 4-ი შეიძლება ვერ გამოვიდეს გაყიდვაში კანადაში თავის დროზე, რაზეც მიუთითებს ცვლილებები კანადურ Apple Store-ში. თავდაპირველად კანადაში გაყიდვები დაგეგმილი იყო ივლისიდან, მაშჲნ როდესაც ადრე ეს აშშ-სთან ერთად ხდებდა.

ახლა გაყიდვების დაწყების თარიღად მითითებულია “მალე”, რაც მიუთითებს გაურკვეველ შეყოვნებას. Apple-მა შესაძლოა გადაწიოს ახალი ტელეფონის გაყიდვა სხვა ქვეყნებში, როგორც ეს მან გააკეთა iPad-ის შემთხვევაში, როდესაც ამერიკულ ბაზარზე საშინელი დეფიციტი წარმოიშვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეფლმა პირველსავე დღეს 600 000 შეკვეთა მიიღო, მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი სრულიად შესაძლებელია.