სამი მილიონი iPhone 4 თვეში

კომპანია Asia Optical-ის თავმჯდომარემ, რობერტ ლაიმ ამასწინათ განაცხადა, რომ მისი კომპანია Apple-ს აწვდის VGA-ლინზებს ახალი ტელეფონის ფრონტალური კამერისათვის თვეში 3 მილიონი ცალის ოდენობით.

ეს გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ ეფლი აპირებს მინიმუმ 9 მილიონი აპარატის რეალიზაციას სექტემბრის ბოლომდე, რაც 20%-ით მეტია ვიდრე გასულ წელს iPhone 3GS-ის მაჩვენებლები.

ჯამში ეფლმა შესაძლოა კვარტლის ბოლომდე 10 მილიონი ეგზემპლარი გაყიდოს, რაც სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.