ორი WWDC კონფერენცია წელიწადში?

თანახმად “Apple-ის საიმედო წყაროებისა”, ახლა კომპანია სერიოზულად ფიქრობს წელიწადში ორი კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობაზე.

როგორც ცნობილია, წლევანდელ კონფერენციაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა iOS პლათფორმაზე, ხოლო სამაგიდე Mac OS X-ისათვის აღარ დარჩა დრო.

გამოითქვა წყრომა ორ ციკლიანი კონფერენციების გამო (ერთ წელს მობილური გადაწყვეტილებები, მეორე წელს — სამაგიდე), ეს ფრიად შეაფერხებს ორივე პლათფორმის განვითარებას. შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ იანვარში ჩატარდეს WWDC რომელიც მხოლოდ Mac OS X-ს მიეძღვნება.