Mac OS X ჯეფ რასკინის სტილში

ჯეფ რასკინი სწორედ ის ადამიანი გახლავთ, რომელმაც მოიფიქრა იაფფასიანი მაკის კონცეფცია და მისი ხორცშესხმა დაიწყო. შემდეგ ეს ამბავი გაიგო სტივმა და რასკინი მეორე პლანზე გადააჩოჩა, ფაქტობრივად აიძულა წასულიყო კომპანიიდან. ერთი მხრივ ეს უდაოდ დანაკარგი იყო კომპანიისათვის, მეორე მხრივ — რასკინის ყველა იდეა წარმატებული არ გახლდათ.

ამის კონკრეტულად გაგება შეგიძლიათ ფაილების მმართველის Raskin-ის მეშვეობით, რომელიც გენიოსმა შექმნა კომპიუტერის ეკრანზე ინფორმაციის გამოსახვის ძირითად იდეებზე დაყრდნობით.

Raskin Mac
Raskin Mac

ამ კონცეფციის თანახმად, თქვენ ხელთ უნდა გქონდეთ სრული წვდომა თქვენს დოკუმენტებთან და მეტიც — უნდა ხედავდეთ თუ რა დოკუმენტებია ეს. რეალიზაცია… ჩახუჭუჭებულია. ნაგულისხმევად Raskin-ი გვიჩვენებს მომხმარებლის ძირითად საქაღალდეებს, ალაგებს რა მათ ავტომატურად წინასწარი ხედის ფანჯრებში. ამ დროს თუ დოკუმენტებთან სიტუაცია გასაგებია, აპლიკაციების შემთხვევაში ცოტა უფრო ეშმაკურადაა საქმე — ნაჩვენები იქნება არა მარტო ხატულა, არამედ გახსნილი ფანჯრის წინასწარი ხედი. იდეაში, მოსახერხებელი უნდა იყოს, მაგრამ სუფთა სუბიექტურად — ძალიან ნელია და გრაფიკაც მოუხეშოა.

Raskin Mac
Raskin Mac

შეგვიძლია მარტო ის დავამატოთ, რომ Raskin-ის ინტერფეისში აქტიურად გამოიყენება მაშტაბირება და გადაცოცება, რაც ცოტა ხანში ღლის მომხმარებელს.

სისტემური მოთხოვნები: Mac OS X 10.6 და უფრო ახალი.

გადმოტვირთეთ (2,4 მბაიტი).