iMovie for iPhone 4 — ახალი დეტალები

გასულ ორშაბათს WWDC კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ახალი აპლიკაცია iMovie აიფონისათვის. ეს პროგრამა სცილდება უბრალოდ ვიდეოს მოჭრის და გადაწებების ფუქნციებს — მომხმარებელს საშუალება აქვს გამოიყენოს გადასვლის ეფექტები, დაადოს ვიდეოს მუსიკა, ფოტოები და სხვა მრავალი ფუქნცია. აი ზოგიერთი დეტალი:

  • სამუშაოდ iMovie-ს ესაჭირეობა iPhone 4. ვიდეო დასამუშავებლად დროის რეალურ რეჟიმში გამოდგება მხოლოდ პროცესორი Apple A4.
  • iMovie-ს პროექტის ფაილების ექსპორტი შეუძლებელია Mac-ზე. მხოლოდ შექმნილი ფილმის გადატანაა შესაძლებელი.
  • ვიდეო-რგოლები შეიძლება როგორც ტელეფონის მიერ იყოდ გადაღებული, ასევე იმპორტირებულიც, მთავარია რომ ეს იყოს H.264 ვიდეო.