iPhone 4 და სხვები…

მაშ ასე, აღსრულდა! ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, მოხდა — ჯობსი გამოვიდა სცენაზე და გვიჩვენა, თუ რაზე მუშაობდა მისი გუნდი 18 თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელად. მათ შრომას საბოლოოდ iPhone 4-ი დაერქვა.

სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე ნაჩვენები სიახლეები სხვადსხვა საიტებზე პროგნოზების სახით ადრეც გავრცელდა (კორპუსის ახალი ფორმა, ეკრანის ახალი გრჩევადობა და ა.შ.), ამიტომაც მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯერ არსად დაწერილა და არც არსად თქმულა და რაც სრული მოულოდნელობა იყო ყველასათვის.

სტივმა პრაქტიკულად დააიგნორა ყველა სხვა სიახლე (საფარი 5-იც კი არ აჩვენეს, უბრალოდ დადეს საიტზე სიახლის სახით) და მხოლოდ iPhone 4-ზე, iPhone OS 4.0-ზე და iAds-ზე ისაუბრა.

თავიდან როგორც ყოველთვის, ასეთი ტიპის პრეზენტაციას ჯობსი იწყებს სტატისტიკით, რომელიც მართლაც დიდი ძალაა. ეს 225 ათასი აპლიკაციაო, ეს 1 მილიარდი დოლარი დეველოპერებზე გადახდილიო, იქეთ კიდევ 5 მილიარდი ჩამოტვირთული აპლიკაციაო და ა.შ. და ა.შ. — ეს კეთდება რათქმაუნდა პლათფორმის უკეთ წარმოჩინებისათვის კონკურენტებთან შედარებით.

შემდეგ აჩვენეს განახლებული iBooks-ი, რომელიც ახლა უკვე იგებს PDF ფორმატს პლუს დაამატეს ნოუთების შენახვის ფუქნცია და გააუმჯობესეს ჩანართებთან მუშაობა. ამის მერე აჩვენეს აპლიკაცია Netflix-ი, რომელსაც ლამაზად შეუძლია ვიდეოს სტრიმინგი, Guitar Hero — გიტარაზე დაკვრის მოყვარულტათვის, ასევე საოფისე პლანქტონის საყვარელი თამაში — Farmville.

გადავდივართ უფრო მძიმე სიახლეებზე — ჯერ დაანონსეს ოპერაციული სისტემის რებრენდინგი და iPhone OS-ის ნაცვლად მას ერქმევა iOS-ი. მართალია ასეთი დასახელები ოს-ი არსებობს და მას Cisco უშვებს, მაგრამ როგორც გავიგე, ეფლმა და ცსიკომ უკვე მიაღწიეს შეტანხმებას და ცისკო ნებას რთავს ეფლს გამოიყენოს ეს სახელი. სხვათაშორის, სავაჭრო ნიშანი iPhone ასევე ცსიკოს ეკუთვნოდა თავის დროზე და ეფლმა მისგან ის შეიძინა. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

და აი ბოლოს როგრც იქნა დადგა iPhone 4-ის დროც. ის მართლაც ძალიან ჰგავს იმ პროტოტიპს, რომელმაც ხან სად ამოყო თავი და ხან სად. გასაოცარი გახლავთ მისი მონაცემები:

  • ძალიან თხელი კორპუსი (სულ 9.3 მმ)
  • ლითონის ჩარჩო უჟანგავი ფოლადისაგან, რომელიც ამავდროულად ტელეფონის კარკასიცაა და ანტენაც
  • შუშის პანელები როგორც წინიდან, ასევე უკანა მხრიდან (არ იფხაჭნებაო, ასე თქვეს)
  • 40%-ით გაუმჯობესებული აკუმულატორი (10 საათი ვებ-ბრაუზინგი WiFi-თ ან ვიდეო ყურება, 7 საათი საუბარი და 300 საათი მოლოდინის რეჟიმში)
  • პროცესორი A4, იგივე რაც აიპადს აქვს 1 გჰც სიხშირით
  • ჩადგმული ჰიროსკოპი ტელეფონის მდებარეობის უფრო ზუსტი ჩვენებისათვის სივრცეში
  • micro-sim ფაქტორის მხარდაჭერა (გაუგებარია რა საჭირო იყო ველოსიპედის გამოგონება)

ეკრანზე უმჯობესია ცალკე ვისაუბროთ — IPS-მატრიცა 960×640 გარჩევადობით, ანუ კვადრატულ დუიმზე 326 წერტილით — ახალი ტექნოლგია Retina, უზრუნველყოფს იმაზე მეტ გარჩევადობას, ვიდრე ამის აღქმა შეუძლია თვალს. ამის გამო, ჯობსის განცხადებით მიიღწევა გამოსახულების არაჩვეულებრივი ხარისხი, ხოლო კონტრასტულობა 800:1 ასევე ამატებს ხარისხს.

ამის გარდა ახალ iPhone-ს გაუუმჯობედა კამერა, რომელიც იღებს 5 მეგაპიქსელით. საკმაოდ კარგი სენსორია გამოყენებული ასე რომ ფოტო ძალიან კარგი ხარისხის გამოვა. კამერას აქვს ციმციმა (ე.წ. Flash, Вспышка), ამასთან ვიდეოს გადაღების ხარისხმაც მოიმატა და შესაძებელი ხდება HD-ხარისხის ვიდეოს გადაღება 720p, 30 კადრი წამში სიჩქარით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! Apple-მა წარმოგვიდგინა iMovie აიფონისათვის! წარმოიდგინეთ, თქვენ გადაიღეთ ვიდეო, უცებ ტელეფონშივე დაამონტაჟეთ, სპეც-ეფექტებით გაძეძგეთ და ააგდეთ YouTube-ზე ან სადმე სხვაგან!

პრეზენტაციის ბოლოს სტივმა გვაჩვენა ასევე ახალი ფუქნცია FaceTime, ვიდეო ჩატების პროგრამა, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ WiFi-თ იმუშავებს, მაგრამ როგორც კი მობ. ოპერატორები მიხვდებიან თავიანთ უძლურებას, ეფლი ამ შესაძლებლობას გახსნის ჩვეულებრივი ქსელებით გადაცემისათვის.

კიდევ სტივმა ისაუბრა iAds-ზე, სარეკლამო პლათფორმაზე, რომელიც გაეშევბა 1 ივლისიდან.

ამის შემდეგ საუბარი გადავიდა პრაქტიკულ საკითხებზე — „როდის და რა მდენად?“ iOS-ი ხელმისაწვდომი იქნება 21 ივნისიდან, ხოლო თვითონ ტელეფონი გაყიდვაში აშშ-ს ტერიტორიაზე იქნება 24 ივნისიდან იგივე ფასად რაც ძველი მოდელი — 16 გბაიტიანი 199 დოლარი, 32 გბაიტიანი 299 დოლარი. სექტემბრიდან ის გაყიდვაში იქნება კიდევ 88 ქვეყანაში. ჩვენ როგორც კარგად არ უნდა მოვიქცეთ, აუზში წყალს მაინც არ ჩაგვისხამენ, ასე რომ საქართველო ჩემი აზრით კიდევ დიდხანს დარჩება ოფიციალური აიფონის გარეშე.


Comments

9 responses to “iPhone 4 და სხვები…”

  1.  Avatar
    Anonymous

    მომეწონა… იმდენად რომ ყიდვაზე დავფიქრდი…..
    ყველაფერი აქვს რაც კი სმარტფონისგან მინდა (ერთი ლურჯკბილასი ვერ გავიგე მარტო)

    ელემენტის გაუმჯობესებამ კი ნამდვილად გამახარა….

    1. მთელი ღამე არ მეძინა. უკვე ვთვლიდი: აქ ვიყიდო, თუ აშშ-ში დავაბარო მეგობარს? თუ დავაბარებ როდის დადებენ ანლოკის შესაძებლობას ჰაკერები (ისე უბრალოდ ლამაზი სათამაშოა, თანაც ძვირი)? და ა.შ.
      მოკლედ ძალიან მინდა აიფონი! :)))

      1.  Avatar
        Anonymous

        ამერიკაში sim free ვერსიები არ გამოვა?
        აქ ვიცი კატასტროფულად ძვირი იქნება, მაგრამ იანვრამდე რაღაც რეალურ ნიშნულამდე მივა, ახალ წელს ახალი ტელეფონით ვხვდები….

        1. სამწუხაროდ არ გამოვა :(
          2011 წლის ბოლომდე AT&T-ის აქვს დათრეული ექსკლუზივი.

          1.  Avatar
            Anonymous

            მიშა ამერიკაში რო წავა ეიფლის ქარხანაში გაუკეთონ შეხვედრა… და სტივს უთხრას პატივცემულმა ოფიციალური მაღაზია გაგვიხსნან ….
            ეს ხუმრობით…

            ისე მართლა ძალიან მინდა ეიფლის სთორი გაიხსნას….

            რა შეიძლება გავაწყოთ?

          2. ვერც ვერაფერი :(

            სტივი რუსეთის ბაზარს არ აღიქვამს სერიოზულად და ჩვენი ბაზარი მაგისათვის კუპერტინოს ერთი მაღაზიის ნავაჭრის ტოლფასია.

  2. aLkoHoL1k1 Avatar
    aLkoHoL1k1

    სურათები მაინტერესებს…. თქვენი შეკრების .

    1.  Avatar
      Anonymous

      ეგ მართალია მარა რო გვინდა :D

      amerikaSi gadavide sacxovreblad maincdamainc

      1. დავდე ცალკე პოსტად :)