ისოტრია: G4 ყველას!

როდესაც Apple-მა წარმოადგინა ახალი iMac, რომელიც G4 პროცესორზე იყო აგებული, საზოგადოება მოინუსხა მისი დიზაინით, მაუსით, სიმძლავრით და ბოლოს ფასით: 1299 დოლარი.

მაგრამ ამ ყველაფერში იმალებოდა ერთი დიდი მაგრამ! ეს მოდელი განკუთვნილი იყო მხოლოდ… საგანმანათლებლო ბაზრისათვის. თუ რითი იყო გამოწვეული ასეთი ნაბიჯი — საიდუმლოდ რჩება.

eMac
eMac

უარეს კაცი ვერ მოიფიქრებს — საზოგადოება ყმუოდა როდესაც ასეთ კარგ მოდელს ხედავდა, მაგრამ შეძენა არ შეეძლო. აი მერე კი დაიწყო…

მაკ-საზოგადოებას თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ კუპერტინოს გული გაელღო რაც 2002 წლის 4 ივნისს მოხდა.