ისტორია: სტივ ჯობსი Apple-ის აქციებს ყიდის

როდესაც Apple-მა შეიძინა კომპანია NeXT-ი, სტივ ჯობსმა კომპენსაციის სახით ყველაფერთან ერთად ასევე მიიღო ეფლის აქციების ძალიან დიდი ოფციონი.

სულ ცოტა ხნის შემდეგ ეფლის აქციების მსხვილი პაკეტები საფონდო ბირჟაზე გამოვიდა 15 დოლარად თითო აქციაში. გაჩნდა ჭორები, რომ ეს სტივი იშორებდა თავიდან მის საკუთრებაში არსებულ აქციებს.

თავიდან სტივი უარობდა, მაგრამ მოგვიანებით მან აღიარა, რომ მაშინ მან დაკარგა ეფლისადმი რწმენა და ცდილობდა აქციებისაგან მალე გათავისუფლებას.

არსებობს სხვა თეორიაც: ამ გაყიდვებით ჯობსი ცდილობდა დაეგდო აქციების ფასი, რითაც უფრო სწრაფად მოიშორებდა თავიდან ეფლის იმჟამინდელ პრეზიდენტს ჯილ ამელიოს.