უკვე გაყიდულია 2 მილიონი iPad

კომპანია Apple-ის პრეს-სამსახური იუწყება, რომ 60 დღეზე ნაკლებ დროში რეალიზებულია 2 მილიონზე მეტი პლანშეტი. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. სტივმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„მსოფლიოს ყველა კუთხეში მომხმარებლებმა დააფასეს და შეიყვარეს ჩვენი პროდუქტი. ჩვენ ფრიად ვაფასებთ ამ ყურადღებას და შევეცდებით ისე გავაკეთოთ, რომ iPad-ი ყველას ეყოს“, — განაცხადა სტივ ჯობსმა.