უკვე გაყიდულია 2 მილიონი iPad

კომპანია Apple-ის პრეს-სამსახური იუწყება, რომ 60 დღეზე ნაკლებ დროში რეალიზებულია 2 მილიონზე მეტი პლანშეტი. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. სტივმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „მსოფლიოს ყველა კუთხეში მომხმარებლებმა დააფასეს და შეიყვარეს ჩვენი პროდუქტი. ჩვენ ფრიად ვაფასებთ ამ ყურადღებას და შევეცდებით ისე გავაკეთოთ, რომ iPad-ი ყველას ეყოს“, — განაცხადა სტივ ჯობსმა.

Google უარს ამბობს Windows-ზე და ირჩევს Mac-ს

ბოლო დრომდე კომპანია Google-ი აქტიურად იყენებდა Windows-ს, ხოლო იშვიათად Linux-სა და Mac-ს. მაგრამ იანვრის „ჩინურმა შემოტევამ“ ცხადყო, რომ საჭიროა ამ საკითხში კორექტივების შეტანა. გუგლი აღარ შეიძენს მაიკროსოფტის პროდუქციას ადრეული რაოდენობით — კორპორაცია ირჩევს მაკს, ვინაიდან თვლის ამ ოპერაციულ სისტემას უფრო დაცულს და უსაფრთხოს. ჯერ-ჯერობით საუბარია სამაგიდე კომპიუტერებზე. გუგლის გეგმებშია ასევე საკუთარ ოს-ზე გადასვლა.

iPhone HD — ახლა უკვე პორტუგალიიდან

მოკლედ, WWDC-ის მოლოდინში ეს ახალი აიფონი (ნადვილია კი?) პლანეტის ხან ერთ კუთხეში ამოყოფს თავს, ხან — მეორეში. სულ არ გამიკვირდება, რომ ხვალ სახლიდან გამოსულს სადმე მეტრო „ნაძალადევის“ შესასვლელთან ვიპოვნო შემთხვევით :D [youtube]http://www.youtube.com/watch?v=MvCcMa740EI&feature=player_embedded[/youtube]

iPad და მაგია

იპაონელები რომ არაორდინალური ხალხია, ვგონებ ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ დახეთ რა დღეშია ეს ტიპი. ვფიქრობ მომავალ დევიდ კოპერფილდებს ახალი სათამაშო დაემატათ: [youtube]http://www.youtube.com/watch?v=ATpSPNIuj3M&feature=player_embedded[/youtube]