Skip to content

12

გამარჯობა მკითხველო.

დღეს თითქოს სასიამოვნო დღე უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ბლოგს იუბილე აქვს — 3 წლის გახდა და ეს უნდა ყოფილიყო პოსტი N 1500. მაგრამ...

მაგრამ ვერ ვარ მხიარულ ხასიათზე. მთელი რიგი პრობლემების გამო არათუ წინა სამი პოსტი ამასც რომ ვწერ, მიკვირს ძალიან. ახლა ვერ დავწერ, შესაძლოა მოგვიანებით, როდესაც რაღაც-რაღაცეები გაირკვევა. მანამდე...

მანამდე, მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურად კითხულობდით ჩემს ბლოგს, აქვეყნებდით კომენტარებს, მაძლევდით ძალას მეწერა ყოველდღე აქ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ეფლის სამყაროდან. მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყველაფრისათვის!

Blog 3rd Annual
Blog 3rd Annual

4

მოდით საპირისპირო აზრსაც მოვუსმინოთ:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=Go39QPudl1A[/youtube]

2

დაიწყო გაყიდვები და ვიდეო სემპლებმაც არ დააყოვნა. მე უახლოეს ხანში მექნება ახალი აიფონი და სხვა გაუმჯობესებებთან ერთად რაღათქმაუნდა მაინტერესებს ვიდეოს გადაღების ხარისხიც (720-ზე ნაკლები ხარისხის ვიდეოს არ ვაღიარებ). ჰოდა მე მგონი ურიგო ხარისხი არ უნდა იყოს, რას იტყვით?

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=qo0q23lp7Ck[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=zirC0buBOqY[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ugd8c6zDDQA[/youtube]

iMac-ების წარმატების და ინტერნეტ-ეიფორიის ფონზე ეფლის აქციებმა 17 დოლარიდან 100 დოლარამდე მოიმატა 90-იანი წლების შუაგულში. საბირჟო ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ კუპერტინოს ფასიანი ქაღალდების დაყოფაზე.

აქციების დაყოფის პროცედურა ყველაზე სასიამოვნო რამ არის კომპანიის ხელმძღვანელისათვის. ის წარმაოდგენს ნამდვილ დადასტურებას იმისა, რომ კომპანიის საქმეები კარგად მიდის. სუფთა ტექნიკურად დაყოფა ასე გამოიყურება: ყოველი აქცია იყოფა ორად (იშვიათად სამ ან მეტ ნაწილად), ფასიც იყოფა შესაბამისად. შედეგად აქციების რაოდენობა ორმაგდება, თუმცა კაპიტალიზაცია უცვლელი რჩება.

ეს პროცედურა ეფლმა მეორედ განახორციელა 2000 წლის 21 ივნისს. უნდა ითქვას, რომ დროულად მოასწრო — რამოდენიმე თვის შემდეგ მოხდა ამერიკული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ვარდნა, რამაც ხუთი წლით გადაწია ეფლის ინვესტორების ოცნება მორიგ დაყოფაზე.

მართალია ჩვენს თემას არ ეხება, მაგრამ ბავშვობაში მარიოს თამაში მიყვარდა ხოლმე. მოდით გავიხსენოთ:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=N5As159pvDs[/youtube]

4

როგორც უკვე ცნობილია, iPhone 4-ის გაყიდვების პირველი ტლაღა დაგეგმილია 24 ივნისზე, ანუ ხვალინდელ დღეზე, მაგრამ გუშინ ზოგიერთმა უკვე მიიღო თავისი სანუკვარი ტელეფონი ფოსტით.

iPhone 4 Delivery
iPhone 4 Delivery
iPhone 4 Delivery
iPhone 4 Delivery
iPhone 4 Delivery
iPhone 4 Delivery
iPhone 4 Delivery
iPhone 4 Delivery

არ ვიცი ფოსტის შეცდომაა, თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია. რასაკვირველია ბედნიერმა მფლობელმა არ დააყოვნა და ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=fNGj9oNWrlw&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=KSvbZmGHGA0&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=X2Ug7PuhPB0&feature=player_embedded[/youtube]

1

ელწიგნების მწარმოებელმა მრავალმა კომპანიამ სკეპტიკურად შეაფასა აიპადის გამოსვლა თავის დროზე. თურმე ისინი მწარედ ცდებოდნენ. აიპადის არანორმაულური პოპულარობა აიძლებს კონკურენტებს გადახედონ თავიანთ სამომავლო გეგმებს.

ყველაზე მოქნილები მაინც Amazon-ი და Barnes & Noble-ი აღმოჩნდნენ. პირველმა თავისი კინდლის (6 გოჯიანი ეკრანით) ფასი დაწია 190 დოლარამდე. მეორე კომპანიამ არათუ დაწია ფასი თავის Nook 3G-ზე 260-იდან 200 დოლარამდე, არამედ აგრეთვე გამოუშვა ახალი მოდელი 3G-ს გარეშე სულ რაღაც 149 დოლარად. ასეთმა ფასმა მოწყობილოსათვის რომელსაც ორი ეკრანი აქვს (მელნიანი და დამატებითი სენსორული) შეიძლება ბევერი დააინეტრესოს. რაღა დაგიმალოთ და მეც დავინტერესდი. YouTube-ზეც ვნახე მიმოხილვები. მაგრამ ცოტათი დამაფიქრა მოწყობილობის ოდნავმა სიზანტემ რეგირების საკითხში.

როგორც არ უნდა იყოს, აიპადმა დადებითი ზეგავლენა იქონია ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხში.