iPhone 4-ის ეკრანი მიკროსკოპში

ამჯერად ტელეფონი, რომელიც ითვლება რომ ახალი აიფონია, ჩეხეთში გამოჩნდა, სადაც კირკიტელა ჩეხები არ დაჯერდნენ მხოლოდ ფოტოების გადაღებით და აიფონი მიკროსკოპის ქვეშ მოათავსეს, უფრო სწორედ მისი ეკრანი. და რა იპოვნეს მათ საინტერესო?

მაშ ასე, ეკრანის გარჩევადობა იქნება 960×640 წერტილზე, ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ახლანდელ მოდელშია. უნდა აღინიშნოს, რომ პიქსელების რაოდენობა კვადრატულ გოჯზე არის 320, ფრიად დიდი სიმკვრივეა დღეისათვის, მაგალითად HTC HD-ს ეს ნიშNული აქვს 217 პიქსელი, ხოლო Google Nexus One-ს — 252 პიქსელი. შედეგად ეკრანზე მივიღებთ ძალიან მკვეთრ გამოსახულებას. ასევე მკვლევარები გვატყობინებენ, რომ ახალი ტელეფონის ეკრანის მატრიცა ისეთივეა, როგორც iPad-ში.