7 ივნისს გამოვა ახალი Mac Pro და MacBook Air

მომავალ კონფერენციაზე 7 ივნისს ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სამუშაო სადგურებს Mac Pro და ნოუთბუკებს MacBook Air — ასე თვლიან კომპანია Kaufman Bros.-ის ანალიტიკოსები.

„უდაოა, რომ ეფლი წარმოადგენს ახალ აიფონს, ხოლო 3GS მოდელი გაიყიდება 99 დოლარად“, — დარწმუნებით აცხადებს შო ვუ (Shaw Wu). მაგრამ ახალი აიფონის გარდა, ჯობსი წარმოადგენს Mac Pro-სა და MacBook Air-ს.

ახალი არაფერი არ უთქვამს ვუს — ყველამ კარგად ვიცით, რომ ეფლი პერიოდულად ანახლებს თავის პროდუქტებს და ჩვენც კარგად შეგვიძლია გამოვთვალოთ განახლების მიახლოებითი დრო. საინტერესო სხვა რამ გახლავთ: ანალიტიკოსის განცხადებით ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სერვისს iTunes.com. თუ რა იქნება ეს ზუსტად, ჯერ არავინ იცის.