Half Life 2 მაკზე: მწირი დეტალები

ის, რასაც ამდენი წელი ველოდი, აღსრულდა: 26 მაისს კომპანია Valve-მ გამოუშვა Half Life 2-ის სრული ნაკრები მაკ-პლათფორმისათვის. ცვლილებები მატულობს რელიზიდან რელიზამდე და ამჯერად შეიცავს შემდეგ: მაკის მხარდაჭერა, Steam Cloud-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებული გრაფიკული ეფექტები. ფასები ძალიან ნორმალურია: Half Life 2 ეღირება 6,99 დოლარი, გაგრძელებები — 5,99 თითოეული. მართალია სამივე ეპიზოდი არაერთხელ მაქვს დაღეჭილ-გადაღეჭილი, მაგრამ დიდი სიამოვნებით

ელვა: Microsoft უარყოფს ჭორებს

ლამაზი ჭორი სტივ ბალმერის WWDC-ზე გამსოვლის შესახებ არ დასტურდება. რედმონდიდან მოვიდა ამ თემის გაბათილება ტვიტერის მეშვეობით. მოკლედ, ბალმერი არ დაესწრება WWDC-ის. არაუშავს საინტერესო ისედაც ბევრი გველის 7 ივნისს.

Steam-ის პირველი სტატისტიკა მაკზე

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც Steam-ი გამოვიდა მაკის პლათფორმისათვის და დღეს Valve-მ გამოაქვეყნა პირველი სტატისტიკა. მაშ ასე, სულ ერთი კვირის განმავლობაში გადაწერილია Portal-ის 1,5 მილიონი ასლი, რომელიც უფასოდ რიგდებოდა. საინტერესოა ფაქტი, რომ სტიმი საშალებას აძლევს მის ავტორებს იქონიონ სტატისტიკა თუ როგორ მუშაობს პროგრამა კომპიუტერში. ჰოდა მაკზე პორტალი ხუთჯერ ნაკლებად „იქრეშებოდა“, ვიდრე ვინდოუსზე. არ ვიცი

WordPress 3.0 RC1 — უკვე მალე

როგორც დეველოპერთა გუნდი გვატყობინებს, WordPress 3.0-ის პირველი რელიზ-კანდიდატი უკვე მზადაა და შესაძლებელია მისი გადმოწერა. ცოტაოდენი ინფორმაცია მის შესახებ: სამომხმარებლო მენიუების დამუშავება დასრულდა. მულტისაიტინგის ფუნქცია დასრულებულია. საკონტროლო პანელის გარეგანი სახე ცოტა გამსუბუქებულია შეტანილია მრავალი ცვლილება, ამიტომაც ჩადგმების ავტორებმა აუცილბლად უნდა შეამოწმონ საკუთარი ნაკეთობების თავსებადობა. რელიზის გამოსვლა დაგეგმილია ივნისის შუა რიცხვებში. გადმოიწერეთ WordPress 3.0 RC1