Apple iPhone 3G ხელმისაწვდომი აღარ არის

WWDC-ის კონფერენციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე (სადაც წესით ახალი აიფონები უნდა ვიხილოთ), მრავალი ქვეყნის მყიდველები აღნიშნავენ, რომ გაყიდვიდან გაქრა iPhone 3G. ავსტრალიელი მომხმარებელი გვატყობინებს, რომ კოდმოხსნილი ტელეფონები მათთან დეფიციტია. iPhone 3G-ს გაუკეთდა აღნიშვნა “დროებით მიუწვდომელია”. ანალოგიური სიტუაციაა მობ. ოპერატორთან O2 დიდ ბრიტანეთში. დაბოლოს ზოგიერთი მონაცემების თანახმად AT&T-იც აღარ იღებს ამ მოდელს გაყიდვისათვის.

iPhone 3G Soldout
iPhone 3G Soldout

ყველაფერი ეს ძალიან გვაგონებს შარშანდელ სიტუაციას, როდესაც გაყიდვაში გამოდიოდა iPhone 3GS-ი და iPhone 3G-ის ფასმა დაიწია. სავარაუდოდ ახლაც ასე მოხდება — გამოვა ახალი მოდელი, ხოლო iPhone 3GS-ის ფასი დაიწევს 99 დოლარამდე.