სტივ ბალმერმა აღიარა, რომ Windows Vista-ზე ტყუილად დაკარგეს დრო

ტოპ-მენეჯრების ყოველწლიურ კონფრენციაზე CEO Summit საუბრისას, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა აღიარა, რომ მისმა კომპანიამ ტყუილად დაკარგა დრო ოპერაციული სისტემა Windows Vista-ს შექმნაზე. „ჩვენ ძალიან ვეცადეთ და შედეგად ტყუილად დავკარგეთ ათასობით კაც-საათი“, — განაცხადა ბალმერმა.

Windows Vista-ს წარმოება ძალიან გაიწელა, ალბათ უფრო იმის გამო, რომ Microsoft-ი ჯიუტად ცდილობდა დაენერგა გამჭოლი DRM-ი. ეს მართლაც ტიტანური შრომა გამოვიდა, რომელმაც ადექვატური აღიარება ვერ პოვა. მაშინ როდესაც Microsoft-ი ამ ამოცანაზე ტვინს ასხამდა, კონკურენტებმა Apple-ისა და Google-ის სახით დაიპყრეს ინტერნეტ-შიგთავსის ბაზარი. ბალმერის გამოსვლის ფრაგმენტები შეგიძლიათ ნახოთ 30-წუთიან ვიდეოში (Silverlight).

1 thought on “სტივ ბალმერმა აღიარა, რომ Windows Vista-ზე ტყუილად დაკარგეს დრო

  1. მოკლედ რამდენი ჩალიჩი უნდა ერთი კომენტარის დაწერას შენს ბლოგზე :)

Comments are closed.