პირველი ქართული რეპო iPad-ისათვის

მოკლედ ის რაზეც ამდენ ხანს საუბრობდნენ… არა კომუნისტები არა, მაკისტები, აღსრულდა! ჩვენ გვაქვს ქართული რეპოზიტარიუმი iPad-ისათვის! თუ თქვენი აიპადი უკვე გაქცეულია ციხიდან, მაშინ შედით სიდიაში და დაამატეთ ეს მისამართი:

http://ipad.hi-tech.ge/

ჯერ-ჯერობით აქ დევს მხოლოდ აიპადის ქართული ინტერფეისი. მაგრამ სულ მალე დაემატება ქართული კლავიატურა (sic!). რეპოზიტარიუმის შექმნელი გახლავთ ბატონი დავით მაჭახელიძე დიდი მადლობა მას ამ საქმისათვის!


Comments

One response to “პირველი ქართული რეპო iPad-ისათვის”

  1. ასევე მინდა დავამატო რომ პროექტის დახვეწაში და ჩემთან ერთად გაქართულებაში მონაწილეობა მიიღო ბატონმა დიმიტრი გოგელიამ, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გუგა გვაზავასაც (FIshbone), რომელმაც მოგვაწოდა ქართული ენის პაკეტი და ინსტრუქციები iPhone-ის გაქართულების პაკეტიდან.