WWDC-ის ყველა ბილეთი გაყიდულია

როგორც ცნობილია, მალე გამოვა iPhone OS 4.0, რომლის წამოდგენაც დაგეგმილია 7-11 ივნისს WWDC კონფერენციაზე.

WWDC 2010
WWDC 2010

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება Moscone Center-ში სან-ფრანცისკოში. საგამოფენო ცენტრი 5000 კაცს იტევს.

ბილეთების გაყიდვიდან სულ 8 დღე გავიდა და ამ დროისათვის ყველა ბილეთი გაყიდულია. და ეს იმის გათვალსიწინებით, რომ შარშანდელთან შედარებით ბილეთის ფასმა მოიმატა, 1295-დან 1599 დოლარამდე

WWDC 2010
WWDC 2010

შეგახენებთ, რომ WWDC 2009-ის ბილეთების გაყდვას ერთი თვე დასჭირდა. გამოდის, რომ ყოველწლიურად ინტერესი იზრდება დეველოპერების მხირდან და რომ გაისად ფასმა შეიძლება კიდვ უფრო მოიმატოს.