ბილ გეიტსი: iPad წარმატებულია, მაგრამ Microsoft თავის პროექტებს ამზადებს

ამ დღეებში Fox-ის ტელეარხის ეთერში ერთამნეთს შეხვდა მსოფიოს ორი უმდიდრესი ადამიანი — ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი. ისინი საუბრობდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ზოგადად და სხვადასხვა კომპანიებსა და ტექნოლოგიებზე კერძოდ. ბაფეტმა მის სიტყვაში განაცხადა: „სტივ ჯობსმა უზარმაზარი სამუშაო გასწია. Apple-ი განსაკუთრებული კომპანიაა, ხანდახან ისინი წარმატებულები არიან იღაბალის გამო, მაგრამ უფრო ხშირად საუკეთესო მუშაობისა და იდეების გამო“.

Dashboard iPad-ზე

დეველოპერმა Rich Hong-მა ხელახლა დაწერა მაკის მომხმარებლებისათვის ცნობილი ფუქნცია Dashboard-ი და გადააგზავნა დასამტკიცებლად App Store-ს. მაგრამ ეფლმა არ მისცა ამ პროგრამას გზა. ჰონგს არ უდარდია და პროგრამას ახლა Cydia-ს საშუალებით ავრცელებს. Dashboard-ის გადმოწერა შესაძლებელია ModMyi რეპოდან. [youtube]http://www.youtube.com/watch?v=NBIlyC71oeo&feature=player_embedded[/youtube]

iPhone-ის ახალი ვერსიის გამოსვლა შეიძლება ჩაიშალოს

მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა სიტუაციამ ახალი თაობის აიფონის გარშემო: არაოფიციალური ინფორმაციით TechRadar-ისაგან, მისი გაყიდვა შეიძლება აიკრძალოს სასამართლო წესით იმის გამო, რომ მასში გამოყენებულია LG-ის OLED-ეკრანი, რომელიც თავის მხრივ დამზადდა პატენტების დარღვევით. გუშინ გახდა ცნობილი, რომ LG Display-მ წააგო სასამართლო პროცესი ტაივანურ კომპანია AU Optronics-თან ამ საპატენტო დავაზე. ახლა AU Optronics-ს გააჩნია ყველა უფლება რომ მოითხოვოს წარმოების