სტივ ჯობსი — მსოფლიოს გავლენიან პიროვნებათა შორის

პატივცემულმა ამერიკულმა ჟურნალმა TIME ამ დღეებში გამოაქვეყნა Cover-story, რომელიც ეძღვნება მსოფლიოს 2010 წლის 100 გავლენიან პიროვნებას.

Time 100 People
Time 100 People

ცხადია, რომ ამ სიაში არ შეიძლებოდა არ მოხვედრილიყო სტივ ჯობსი. თანაც რაც საინტერესოა, თავფურცელზე სტივი ორჯერაა გამოსახული. ყველა პიროვნება, ვინ სიაში მოხვდა, გაყოფილია ოთხ ჯგუფად: “ლიდერები”, “გმირები”, “არტისტები” და “მოაზროვნენი”. ჯობსი რასაკვირველია მოხვდა მოაზროვნეთა კატეგორიაში. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მოკლე შენიშვნებს პერსონების შესახებ წერენ სხვა ცნობილი ადამიანები. ჯობსის შესახებ ინფორმაცია მოამზადა სახელგანთქმულმა თანამედროვე მხატვარმა ჯეფ კუნსმა.

მოდით ვნახოთ რას წერს იგი:

„ძირითადი მიზანი Apple-ისათვის ყოველთვის იყო ის, რომ გაეხადა ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთობა მაქსიმალურად მოსახერხებელი და რომ ადამიანს ამით სიამოვნება მიეღო. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას სტივ ჯობსმა გადაწყვიტა გამხდარიყო Beatles კომპიუტერულ სამყაროში.

მე ერთხელ ვთქვი, რომ ჩემს ხელოვნებაში ვაკეთებ იმას, რასაც გააკეთებდნენ Beatles, მოქანდაკენი რომ ყოფილიყვნენ ისინი. ამიტომ მე შემიძლია გავუგო, თუ როგორ იყენებს სტივი ჯგუფის ოპტიმიზმს მუშაობაში. ის ხელსაწყოები, რაც მან ჩვენ მოგვცა, ჰგვანან სუფთა და ახალ ფანჯრებს, რომლებიც ელეგანტურადაა ჩასმული ჩვენსა და ჩვენს სამუშაოს შორის.

ძალიან სასიამოვნოა, რომ წლებთან ერთად სტივი კვლავინდებულად რჩება საკუთარი თავისა და მსოფლმხედველობის ერთგული.

მე შემიძლია წარმოვიდგინო თანამედროვე მხატვრები, რომლებიც ამბობენ: “მე ვაკეთებ იმას, რასაც გააკეთებდა სტივ ჯობსი, მოქანდაკე რომ ყოფილიყო“.