iPad Jailbreak: სახელმძღვანელო

ბიჯი 1 ჩამოტვირთოთ Spirit Jailbreak: http://spiritjb.com ბიჯი 2 განვაახლოთ iTunes ბილო ვერსიამდე (9.1.1): http://www.apple.com/itunes/download/ ბიჯი 3 გავუშვათ Spirit Jailbreak. ყურადღება! Windows 7-ის მომხმარებლებო: აუცილებელია Spirit-ის გაშვება Windows 98-თან თავსებადობის რეჟიმში. ბიჯი 4 მივუერთოთ iPad 3G ან iPad WiFi კომპიუტერს USB კაბელით. მიერთებისას, Spirit-ი ამოიცნობს მოწყობილობას. ვაჭერთ ღილაკზე Jailbreak. ბიჯი 5 Spirit-ი მოახდენს აიპადის Jailbreak-ს. ბოლოს გამოჩნდება შეტყობინება,

Spirit: Untethered Jailbreak მზადაა!

განსაკუთრებული მომენტები: პროგრამას შეუძლია მიუბმელი ჯეილის გაკეთება iPhone 3G/3GS, iPod Touch და iPad-ისათვის მიკროკოდი: 3.1.2, 3.1.3 და 3.2; Spirit-ი მუშაობს iTunes-ის ყველა ვერსიაზე (9.1.1-ის ჩათვლით); თქვენი მოწყობილობა უნდა იყოს გააქტიურებული სანამ გაუშვებთ Spirit-ს. Spirit-ი არ  არის ანლოქი, მხოლოდ ჯეილბრეიქი; თუ თქვენი მოწყობილობა განბლოკილია სხვა მეთოდით, ჯერ უნდა გაუკეთოთ Restore. გადმოქაჩეთ სამარჯვი: http://spiritjb.com/ — საიტზე არის როგორ Mac, ასევე Win ვერსია.

iPad 3G-ის მიმდინარე მოდელებს არა აქვთ ოპერატორზე მიბმა!

კარგი ამბები აიპადის ფრონტიდან: როგორც გვატყობინებს Engadget-ი, iPad 3G-ის ამჟამინდელ მოდელებს არა აქვთ ოპერატორზე ხისტი მიბმა და შესანიშავად მუშაობენ სხვა ოპერატორების ქსელებშიც. მოწყობილობის გააქტიურებისათვის სხვა ოპერატორის ქსელში საკმარისია უბრალოდ მოჭრათ სიმ-ბარათი microSIM-ის ზომებამდე და ჩადოთ აიპადში. ამ დროს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, აიპადი მუშაობს არა მარტო 3G ქსელში, არამედ EDGE-ს გამოყენებითაც. დეტალები იხილეთ ვიდეოში: [youtube]http://www.youtube.com/watch?v=3utzPkUA9Ok&feature=player_embedded[/youtube]

მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა iPad 3G-დან

iPad 3G ისევე ექვემდებარება ჯეილბრეიქს, როგორც მისი ძმობილი WiFi iPad-ი, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეგვიძლია გავაგზავნოთ მტშ-ები iPad 3G-ის დახმარებით (ოღონდ ჯერ-ჯერობით ტერმინალიდან, გრაფიკული გარსს ალბათ ჰაკერები მალე დაწერენ). SMS-ები იგზავნება AT+CMGS ბრძანების მეშვეობით. დაბალდონიანი ბრძანებების გამოყენება იძულებითი ხერხია, ვინაიდან აიფონის MobileSMS.app არაკორექტულად მუშაობს აიპადზე. [youtube]http://www.youtube.com/watch?v=Q1P7Cya9wmM&feature=player_embedded[/youtube]

iPad (WiFi+3G) — ავტონომიური მუშაობის დრო

iLounge–მა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ახალი აიპადის ავტონომიურად მუშაობის ტესტი. ტესტის პირობები: განათება დაყენებულია 50%-ზე, “მძიმე” ვებ-გვერდის მუდმივი განახლება (1 წუთში ერთხელ). Wi-Fi მოდელი, ჩართული 802.11n ქსელის პირობებში, 10 საათის და 21 წუთი. 3G მოდელი, გამორთული Wi-Fi-თ, 8 საათი და 38 წუთი. ძალიან კარგი შედეგია.

სტივ ჯობსი — მსოფლიოს გავლენიან პიროვნებათა შორის

პატივცემულმა ამერიკულმა ჟურნალმა TIME ამ დღეებში გამოაქვეყნა Cover-story, რომელიც ეძღვნება მსოფლიოს 2010 წლის 100 გავლენიან პიროვნებას. ცხადია, რომ ამ სიაში არ შეიძლებოდა არ მოხვედრილიყო სტივ ჯობსი. თანაც რაც საინტერესოა, თავფურცელზე სტივი ორჯერაა გამოსახული. ყველა პიროვნება, ვინ სიაში მოხვდა, გაყოფილია ოთხ ჯგუფად: “ლიდერები”, “გმირები”, “არტისტები” და “მოაზროვნენი”. ჯობსი რასაკვირველია მოხვდა მოაზროვნეთა კატეგორიაში. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მოკლე შენიშვნებს პერსონების შესახებ