Skip to content

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=hXumK_m8N24&feature=player_embedded[/youtube]

ამჯერად ტელეფონი, რომელიც ითვლება რომ ახალი აიფონია, ჩეხეთში გამოჩნდა, სადაც კირკიტელა ჩეხები არ დაჯერდნენ მხოლოდ ფოტოების გადაღებით და აიფონი მიკროსკოპის ქვეშ მოათავსეს, უფრო სწორედ მისი ეკრანი. და რა იპოვნეს მათ საინტერესო?

მაშ ასე, ეკრანის გარჩევადობა იქნება 960x640 წერტილზე, ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ახლანდელ მოდელშია. უნდა აღინიშნოს, რომ პიქსელების რაოდენობა კვადრატულ გოჯზე არის 320, ფრიად დიდი სიმკვრივეა დღეისათვის, მაგალითად HTC HD-ს ეს ნიშNული აქვს 217 პიქსელი, ხოლო Google Nexus One-ს — 252 პიქსელი. შედეგად ეკრანზე მივიღებთ ძალიან მკვეთრ გამოსახულებას. ასევე მკვლევარები გვატყობინებენ, რომ ახალი ტელეფონის ეკრანის მატრიცა ისეთივეა, როგორც iPad-ში.

Apple-მა აშშ-ს შესაბამის სამსახურშ შეიტანა განაცხადი ახალი სავაჭრო ნიშნის WebKit რეგისტრაციის შესახებ — Safari-ში გამოყენებული ვებ-გვერდების რენდერინგის მექანიზმის დასახელებაზე.

WebKit-ი ღია წყაროზე დაფუძნებული პროექტია, თუმცა Apple-ი გახლავთ მისი ავტორი და ამჟამად მის განვიტარებაში ყველაზე დიდ მონაწილეობას ღებულობს. ეფლის გარდა, ამ ძრავს იყენებს Google Chrome-იც და კიდევ რამდენიმე სხვა ბრაუზერიც.

სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია ალბათ არ არის დაკავშირებული კოდის დახურვის მცდელობასთან, ამ შემთხვევაში ბრაუზერების სხვა მწარმოებლები იძლებულნი გახდებიან საკუთარი ვერსიები შექმნან. მიუხედავად ამისა, თუ ეს სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირდება, ეფლი შეძებს მის ექსკლუზიურ გამოყენებას.

1

ამ შაბათ-კვირას სკაიპი განახლდა 2.0.0. ვერსიამდე.

რას გვთავაზობს ახალს ეს ვერსია?

გარდა რამოდენიმე მცირე ცვლილებისა და კოდეკის SILK გამოყენებისა, რომელიც ხმის ჟღერადობის Near CD ხარისხს იძლევა, არის კიდევ ერთი დიდი სიახლე: ახლა ზარები მხარდაჭერილია არა მარტო WiFi-ით, არამედ 3G ქსელების გავლითაც!

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=RSeagZHeN0I&feature=player_embedded[/youtube]

მაგრამ არის ერთი მომენტი: წლის ბოლომდე ზარების განხორცილება უფასო იქნება, ხოლო შემდგომ ეღირება ყოველთვიურად რაღაც თანხა, ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი.

2

გამოცემა Engadget-ი თავის „ძალიან სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით გვატყობინებს: კუპერტინოში სრული სვლით მიდის ახალი Apple TV-ზე მუშაობა. ის უფრო მცირე ზომის გახდება, მოსცილდება მყარი დისკი და იმუშავებს iPhone OS-ის დახმარებით.

„მოწყობილობი ახალი არქიტექტურა პირდაპირ დაეფუძნება Iphone 4-ს, პროცესორის და ფლეშ-დისკის ჩათვლით, მაგრამ შეძლებს სრულფასოვანი HD-ს ჩვენებას! სიახლე მცირე ზომისა იქნება და მხოლოდ ორი პორტი ექნება — კვებისა და ვიდეოგამოსასვლელი. მაგრამ ყველაზე მთავარი ფასია — 99 დოლარი“.

მომავალ კონფერენციაზე 7 ივნისს ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სამუშაო სადგურებს Mac Pro და ნოუთბუკებს MacBook Air — ასე თვლიან კომპანია Kaufman Bros.-ის ანალიტიკოსები.

„უდაოა, რომ ეფლი წარმოადგენს ახალ აიფონს, ხოლო 3GS მოდელი გაიყიდება 99 დოლარად“, — დარწმუნებით აცხადებს შო ვუ (Shaw Wu). მაგრამ ახალი აიფონის გარდა, ჯობსი წარმოადგენს Mac Pro-სა და MacBook Air-ს.

ახალი არაფერი არ უთქვამს ვუს — ყველამ კარგად ვიცით, რომ ეფლი პერიოდულად ანახლებს თავის პროდუქტებს და ჩვენც კარგად შეგვიძლია გამოვთვალოთ განახლების მიახლოებითი დრო. საინტერესო სხვა რამ გახლავთ: ანალიტიკოსის განცხადებით ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სერვისს iTunes.com. თუ რა იქნება ეს ზუსტად, ჯერ არავინ იცის.

დღეს დაიწყო iPad-ის საერთაშორისო გაყიდვები. და როგორც ჩანს სერიოზული გაყიდვები დაიწყო ყველგან, იაპონაში, გერმანიაში, ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში.

Japnese iPad
Japnese iPad

ზოგიერთი მონაცმით მარტო ევროპაში წინასწარმა შეკვეთებმა 900 000 ცალს გადააჭარბა.

ინგლისში ყველაზე მეტი ადამიანი ლონდონში შეიკრიბა ეფლის მაღაზიასთან. მათ შორის შემჩნეულია ცნობილი მწერალი და მსახიობი სტივენ ფრაი. ფრაი ჩადგა რიგში და შეიძინა აიპადი, შემდეგ კი ამის შესახებ თავის საიტზეც განათავსა ჩანაწერი.

ამასთან მაღაზიების "შტურმა" ნგრევისა და მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. :)

გერმანიაშიც ასევე ყველაფერი საკამოდ ეფექტურად მოხდა.

იაპონიაში, ტოკიოს პრესტიჟულ უბანში გინზაში რიგი აიპადებზე გახსნის მომენტისათვის დაახლოებით 1200 ადამიანი იყო.

იაპონია საერთოდ ეფლისათვის ძალიან კარგი ბაზარია. იაპონელები ჭკუაშეშლილები არიან ყოველგვარ გაჯეტებზე, გაჯეტომანია სჭირთ. რა გასაკვირია, რომ ეფლის ყოველი ახალი მოწყობილობა ამ ქვეყანაში სუპერპოპუარობით სარგებლობს.

პორტალმა iPadItalia-ამ პლანშეტის ევროპული გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით მოამზადა ვიდეო-რგოლი ეფლის ისტორიის შესახებ. 10 წუთის განმავლობაში თქვენ ნახავთ კომპანიის განვითარების გზას 19976 წლიდან ვიდრე iPad-ის გამოსვლის ჩათვლით.

Apple Macintosh
Apple Macintosh

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ratQJyZhgcU&feature=player_embedded[/youtube]

ის, რასაც ამდენი წელი ველოდი, აღსრულდა: 26 მაისს კომპანია Valve-მ გამოუშვა Half Life 2-ის სრული ნაკრები მაკ-პლათფორმისათვის.

ცვლილებები მატულობს რელიზიდან რელიზამდე და ამჯერად შეიცავს შემდეგ: მაკის მხარდაჭერა, Steam Cloud-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებული გრაფიკული ეფექტები. ფასები ძალიან ნორმალურია: Half Life 2 ეღირება 6,99 დოლარი, გაგრძელებები — 5,99 თითოეული.

მართალია სამივე ეპიზოდი არაერთხელ მაქვს დაღეჭილ-გადაღეჭილი, მაგრამ დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ გავივლი, ამჯერად უკვე ოფიციალურად ნაყიდი ვერსიებით. თანაც მაკზე! :)

ლამაზი ჭორი სტივ ბალმერის WWDC-ზე გამსოვლის შესახებ არ დასტურდება. რედმონდიდან მოვიდა ამ თემის გაბათილება ტვიტერის მეშვეობით.

Steve Balmer — WWDC
Steve Balmer — WWDC

მოკლედ, ბალმერი არ დაესწრება WWDC-ის. არაუშავს საინტერესო ისედაც ბევრი გველის 7 ივნისს.