iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 2

მაშ ასე, მიმოხილვის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოხვდა ჩემთან აიპადი, მის მახასიათებლებზე, გარეგან სახეზე და სხვაზე, რაც პრინციპში დიდად მნიშვნელოვანი არაა, ვინაიდან მომხმარებლები დროის დიდ ნაწილს გაატარებენ ოპარაციული სისტემისა და სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებაში. ამიტომაც მოდით დღეს ვისაუბროთ ამ თემებზე ანუ ოპერაციულ სისტემაზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ მოწყობილობის შეძენა შეგიძლიათ თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში, კომპანია iPhones.ge-ში

ოპერაციული სისტემა და შთაბეჭდილებები

თუ გაქვთ აიფონი, არანაირი სირთულე არ გექნებათ აიპადის შესწავლისას — ფაქტობრივად ეს ერთი და იგივე სისტემაა, უბრალოდ დიდი ეკრანით. სისტემის მიკროკოდის ვერსიაა 3.2 (iPhone-ში ჯერ-ჯერობით 3.1.3).

მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც კარგად უნდა გავიაზროთ — დიდი ეკრანის (9,7 გოჯი, აიფონის 3,5 გოჯთან შედარებით) დამსახურებაა ის, რომ ეს მოწყობილობა წარმოადგენს მუშა და მარავალფუნქციურ მოწყობილობას. ხოლო ინტერფეისის ახალი ელემენტები, როგორებიცაა pop-over (მენიუ, რომელშიც შეიძლება იყოს როგორც ბრძანებები, ასევე სხვადასხვა შიგთავსი) და split-screen (ეკრანის გაყოფის შესაძლებლობა, როდესაც მარცხნივ ელფოსტის წერილებია, ხოლო მარჯვნივ — ამ წერილების შიგთავსი) ხაზს უსვამ ფაქტს, რომ ახლა აიპადის გამოყენება შესაძლებელია გაცილებით უფრო სერიოზული საკითხების სამართავად.

აიპადის მუშაობის სიჩქარემ მართლაც გამაოცა. კი მქონდა წაკითხული ინტერნეტში ამიშ შესახებ, მაგრამ სანამ შენ თვითონ არ მოსინჯავ საქმეში, მანამდე ძნელია სხვისი შეგძრძნებების გათავისება. აი ახლა ალბათ თქვენც ჩემსავით დაეჭვებულები ხართ, ამას რომ კითხულობთ. დამიჯერეთ, როდესაც თვითონ გამოცდით ამ მოწყობილობას, დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში. პროგრამები ძალიან სწრაფად იხსნება, მონაცემების დამშავებაც ძალიან სწრაფად ხდება და საერთო შეგრძნება ფრიად პოზიტიურია. საბოლოოდ მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ამ სიჩქარისა და სენსორული მართვის სისტემის წყალობით მოწყობილობას აღიქვამ ბუნებრივად, ვინაიდან არ გეხარჯება დრო დალოდებაზე, ყველა ხელით შეხება ეკრანზე მყისიერად იწვევს ბრძანების შესრულებას და გიჩნდება შეგრძნება, რომ ყველაფერი ასეც უნდა ხდებოდეს.

კიდევ ერთი მომენტი — ტექსტის აკრეფა აიპადზე. წაკითხული მქონდა უცხოურ რევიუებში და ზოგიერთი აქაურიც მეუბნებოდა, რომ ვირტუალური კლავიატურა მოუხერხებელია ბრმა, ათთითიანი აკრეფისათვის. ვერ გეტყვით როგორ იკრიფება ათი თითით ტექსტი თუნდაც ჩვეულებრივ კომპიუტერზე, მე ვერ/არ ვფლობ ამ მეთოდს. და სიმართლე გითხრათ, ჩემი კომპიუტერებთან მუშაობის 21 წლიანი გამოცდილების გადასახედიდან, არც არასდროს დამჭვირვებია ეს მეთოდი. მე შემიძლია გითხრათ ჩემი შეგრძნებების შესახებ აიპადის კლავიატურასთან მუშაობისას. თავიდანვე გეტყვით, რომ შეგრძნებები არ იყო სრულფასოვანი, ვინაიდან არ მქონდა ხელთ ქართული კლავიატურა, ხოლო ლათინურ/კირილიცა კლავიატურებზე საკმაოდ სწრაფად ვკრიფე ტექტსი. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი: როდესაც მაგიდაზე მედო აიპადი და ისე ვკფრეფდი, საკმაოდ სწრაფად დამეწყო თვალების დაძაბულობა. არცაა გასაკვირი, ადამიანის თვალები არაა ასეთ რეჟიმში სამუშაოდ განკუთვნილი, ჩემია ზრით. სწორედ ამიტომ გამოუშვა ეფლმა აი ეს მოწყობილობა.

ამ დოკის საშუალებით მშვიდად და კოფორტულად იქნება შესაძლებელი ტექსტის დამუსშავება აიპადში. ოდესმე, როდესაც აიპადს შევიძენ, პირველი აქსესუარი, რასაც მივაყოლებ, ზუსტად ეს იქნება. რაც შეეხება ჩემს საყვარელ მდგომარეობას (ტახტზე წამოკოტრიალებული :)), ამ პოზაში ტექსტის კრეფა პირადად ჩემთვის ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოხდა. მუხლებზე მიბჯენილ აიპადზე (რომელსაც ნოუთბუკისგან განსხვავებით არ სჭირდება იმის კონტროლი, რომ ამ რეჟიმში არ დაეცოს სავენტილაციო ნახვრეტები) მშვიდად და კომფორტულად ავკრიფე რამდენიმე გვერდი ტექსტი ჯერ ინგლისურად, ხოლო შემდეგ რუსულად. აკრეფის სიჩარის გაზომვა არ მომიხდენია, ვინაიდან ჩემთვის ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

აიპადს აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, მიიერთოდ ბლუთიზის საშუალებით გარე, ჩვეულებრივი კლავიატურა, ოღონდ ეფლის წარმოების. მე მაქვს კლასიკური, პლასტმასის, სრულზომიანი ბლუთუზ-კლავიატურა, მაგრამ მისი მიერთება ვერ შევძელი. აიპადი პოულობდა მას ქსლეში, იდენტიფიცირებასაც კი ახდენდა, რომ ის კლავიატურა იყო, მაგრამ არ უერთდებოდა. ბოლოს დავასკვენი, რომ აიპადი „სცნობს“ მხოლოდ ახალ, ალუმინის კლავიატურებს და შევეშვი ამ ექსპერიმენტს.

ახლა მოდით ვისაუბროთ მარავალ ამოცანიან რეჟიმზე ანუ ე.წ. „Multitasking“-ზე. ამ მომენტში, აიპადის მიკროკოდში ამ ფუნქციის მხარდაჭერა არ არის რეალიზებული. ეფლი გვპირდება, რომ შემოდგომაზე გამოსულ განახლებაში დაემატება. მანამდე ჩვენ უკვე ვიხილეთ 8 აპრილის სპეციალური ღონისძიების ფარგლებში ეს ფუნქცია. სიმართლე უნდა ითქვას, ეფლმა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივად შეუძლია უკვე არსებული ტექნოლოგიების ახლებურად და რაც მთავარია საუკეთესო ჭრილში წარმოჩენა. განა სხვა მობილურ პლათფორმებზე არ არსებობდა მალთითასკინგი მანამდე? უბრალოდ ეფლის რეალიზაცია ჩემი აზრით საუკეთესოა. იგივენაირად იქნება გადაწყვეტილი ეს ფუნქცია აიპადში. მანამდე კი უნდა დავჯერდეთ ამ ფუქნციის არარსებობას. აქ კვლავაც უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ სისტემურ პროგრამებში ეს მრავალამოცანიანი რეჟიმი წარმოდგენილია, მაგალითად iPod-ი აიპადშიც მშვენივრად უკრავს მუსიკას ფონურ რეჟიმში, ელფოსტის პროგრამა იღებს წერილებს. აიფონშ მე არასდროს გამჩენია დისკომფორტი აპლიკაციებს შორის ერთდროული მუშაობის არქონის გამო. აი აიპადი უკვე სახვა რამეა. კი, აპლიკაციები ძალიან სწარაფად იხნება და იხურება, რაც გიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვითომ გაქვს მალთთასკინგი, მაგრამ არსებობს „მაგრამ“. ჯერ ერთი, ყველა პროგრამაში არ არის რეალიზებული მდგომარეობის შენახვის ფუნქცია — აკრეფილი, მაგრამ გაუგზავნელი ტვიტი დაიკარგება, მაგალითად. არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტები. სკაიპში პარტნიორთან საუბრისას და რაღაცა დოკუმენტის განხილვისას ნამდვილად საჭიროა, რომ ეს დოკუმენტი თვალწინ გქონდეს. აიპადზე ეს ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდება. ასე რომ შემოდგომის განახლება ძალიან-ძალიან გააუმჯობესებს ამ მოწყობილობის შესაძლებლობებს.

დღეისათვის ამით შემოვიფარგლები. ვიცი, რომ საკმაოდ დამღლელია დიდი ტექსტების კითხვა ეკრანიდან. ხვალ შემოგთავაზებთ მიმოხილვის მესამე ნაწილს, სადაც ვისაუბრებთ სისტემურ აპლიკაციებზე. ასე რომ დარჩით ჩვენთან და არ გამოტოვოთ მესამე (და არა უკანასკნელი) ნაწილი!