iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 1

შესავალი

მოკლედ, ყველფერი იმით დაწყო, რომ პარასკევს ჩვეულებისამებრ მივედი სამსახურში და დავიწყე ჩვეულებრივი რუტინული საქმეების კეთება. დღე არაფერს საინტერესოს არ მოასწავებდა. ვიჯექი და სამუშაოს დაწყებამდე ყავას მივირთმევდი.

ამ დროს გაისმა ის სატელეფონო ზარი, რომლემაც არა მარტო პარასკევი დღე, არამედ მთელი შაბათ-კვირაც მთლიანად შემიცვალა. მირეკავდა ჩემი კარგი მეგობარი და ჩვენი მაკისტების ასოციაციის სპონსორი, კომპანია iphones.ge-ს დირექტორი აკა ხუხაშვილი (ადრე ბლოგში მქონდა განთავსებული Magic Mouse-ის მიმოხილვა, რომელიც აგრეთვე აკამ მომაწოდა). საბრის შინაარსი ასეთია: აკა მირეკავს და მეუბნება, რომ დღეს კვლავ უნდა მივიღო მონაწილეობა რუსთავი 2-ის გადაცემაში “ბიზნეს-კურიერი”. შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 23 აპრილს აღინიშნებოდა წიგნის საერთაშორისო დღე. ჰოდა გადაცემაში ვიყავი მიწვეული iPad-ით და მასში ჩატვირთული ქართული წიგნებით.

ჩემთვის უფრო საინტერესო ის აღმოჩნდა ამ ისტორიაში, რომ გადაცემის შემდეგ აიპადი მე დამრჩებოდა… არა სულ არა, ორშაბათამდე. ;) ღმერთს მადლობა ვუთხარი ასეთი საჩუქრისათვის და დავიწყე მომზადება. აქვე უნდა ითქვას, რომ წვერს კვირაში ერთხელ ვიპარსავ და რაღათქმაუნდა ეს დღე პარსაკევი არ არის. ამიტომ საკმაოდ გაბურძგნული გავემართე რუსთავი 2 ოფისისაკენ. მანამდე გავიარე აკას მაღაზიაში, რომელიც ლესელიძის 53 ნომერშია განთავსებული აიპადის ასაღებად.

ჩემთვის გამზადებული ჰქონდათ 64 გბაიტიანი, ტოპ-მოდელი. უამრავი აპლიკაციებით გაძეძგილი პლუს რამდენიმე ქართული ელექტრონული წიგნიც ჩაეწერათ უკვე.

რუსთავი 2-დან დაბრუნებულს გულმა ვერ მომითმინა, ჩემი აიფონით აიპადს გადავუღე სურათი და ფეისბუკზე დავდე.

iPad 1 Review
iPad 1 Review

აქ დაიწყო დიდი ისტერია, რომ იტყვიან, ძალიან ბევრს სურვილი ჰქონდა რომ ენახა აიპადი. ჰოდა საღამოს ჩვენი ოფისი გაივსო მომსვლელებით.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=5_OrylTOM6w[/youtube]

გადავიღეთ სურათები, ვიდეოც და ყველანი დავიშალეთ დანაღვლიანებულები. ვინაიდან არ დარჩენილა არცერთი ადამიანი, ვისაც არ მოეწონა აიპადი. მაგრამ მოდი მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

შეფუთვა და კომპლექტაცია

შეფუთვა Apple-ის სტრადიულ სტილშია გადაწყვეტილი — ძალიან ხარისხიანად და მინიმალსტურად. კოლოფში დევს თვითონ აიპადი, USB-კაბელი, დამტენი, მცირე ზომის ბროშურა, საგარანტიო ფურცლები და ტრადიციული ვაშლის ლოგოიანი სტიკერები.

იმისათვის, რომ iPad-მა მუშაობა დაიწყოს, ის უნდა მიაერთოთ კომპიუტერთან, სადაც გიყენიათ პროგრამა iTunes-ი — გაეშვება სტანდარტული პროცედურა, სადაც მოწყობილობას დაარქმევთ სახელს და iTunes Store-ს ანგარიშს გაყწერთ. ამის მერე iTunes-ი შემოგთავაზებთ კომპიუტერთან სინქრონიზაციას — შეგეძლებათ მიუთითოთ, თუ რისი გადატანა გსურთ აიპადში (ჩემს შემთხვევაში ეს ბიჯები უკვე გავლილი იყო, მაღაზიაში მოხდა ამ პროცედურის დასრულება). სინქრონიზაციის შემდეგ აპარატ მზადაა სამუშაოდ.

გარეგანი სახე

iPad-ი გარეგნულად ისეთივე აღმოჩნდა, როგორც ეს სურათებზე მქონდა ნანახი და როგორსაც მოველოდი. პარასკევს არ მომხადარა ჩემი მათან პირველი შეხვედრა. 13 აპრილს მივიღე ის ორიოდე საათით (გაგეცინებათ და მაშინაც ტელეკრანზე აღმოვჩნდი! :D). ეკრანის გარშემო შავი ჩარჩო, რომელსაც ამდენი მითქმა-მოთქმა და ბუზღუნი მოყვა, სრულად ლოგიკურია და აუცილებელიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკრანის მგრძნობიარე ნაწილს შეეხებით მუდმივად, რითაც გამოიწვევთ მოწყობილობის ცრუ რეგირებას. ასე რომ ჩარჩო საჭიროა და როდესაც შეიძენთ აიპადს, მიხვდებით რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

მიუხედავად მცირე ზომებისა, აიპადი ფრიად კაპიტალური რამ არის — ძირითადად ეს გამოწვეულია უკანა ალუმინის მხარით, რომელიც მთლიანი ნაჭრიდანაა გამოხარატებული, როგორც ბოლო მოდელის Macbook Pro-ები (აი კიდევ ერთი მივიწყებული ქართული სიტყვა, ხარატი. მამაჩემი ხარატი იყო, სანამ უმაღლესში სწავლას დაიწყებდა). საერთოდ ტენდენცია იმისა, რომ ეფლის ყველა მოწყობილობა ე.წ. Unibody-ს სტილში გადადის, აშკარაა. სულაც არ გამიკვირდება, რომ Gizmodo-ზე ნაჩვენები iPhone-ი ნამდვილი აღმოჩნდეს, ან მიმსგავსებული მაინც იყო. მაგრამ მოდით აიფონზე სხვა დროს ვისაუბროთ. აიპადი არც მძიმეა და არც მსუბუქი, პირადად მე მომეწონა, არ დამამძიმა. ძალიან კარგადაა დაბალანსებული წონის მხრივ. თავიდანვე მინდა გაგაფრთხოლოთ ყველა, რომ აუცილებლად შეიძინეთ სილიკონის დამცავი შალითა აიპადისათვის! საქმე იმაშია, რომ კორპუსი ძალიან სლიკინაა და არის დიდი შანსი, რომ ხელიდან გაგივარდეთ! პირველად როცა მქონდა აიპადი, 13 აპრილს, შალითის გარეშე იყო და ორჯერ კინაღამ გამოსხლტა ხელიდან. ამჯერად iPad-ი პირდაპირ დახლიდან მომცეს, სადაც უნდა დავაბრუნო ორშაბათს. შესაბამისად არ მოვხსენი დამცავი ფირი კორპუსს. ამის გამო აიპადი არ სხლტება ხელიდან, თუმცა დამცავი ფირით საკუთარი აიპადით სიარული გოიმობა იქნება ;) მოკლედ იყიდეთ რა შალითა, 20-ოდე დოლარი არავის გააღარბებს და რამდენიმე ასეული დოლარის მოწყობილობას კი აგარიდებთ დამსხვევრივასგან.

iPad-ით სარგებლობის პირველივე წუთებიდან ყურადღებას იქცევს ეკრანი — არაჩვეულებრივად კაშკაშა, მსუყე ფერებით გაჯერებული, კარგი კონტრასტულობით და მზერის ფანტასტიური კუთხით (გვერდით მჯდომიარე, მწოლიარე, მდგომიარე ადამიანი ყველაფერს კარგად გაარჩევს ეკრანზე). გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანია მობილური მოწყობილობებისათვის. გამოსახულების ხარისხით მას სრულად მშვიდად შეუძლია ჭიდილი Nexus One-ის OLED-ეკრანთან, თანაც საკმაოდ ხარისხიანია კაშკაშა მზის სხივებშიც კი. მაგრამ არის ერთი მომენტი, რაც მე პირადად მიფუჭებს გუნება-განწყობას — მიუხედავად ეკრანის სპეციალური დაფერვისა, თითიების ანაბეჭდები საშინალად ეტყობა! და გიწევს მუდმივად ჯიბით პატარა ჩვრის ტარება მის გასაწმენდად. ამიტომ აედან გამომდინარეობს ჩემი მეორე რჩევა: აუცილებალად შეიძინეთ დამცავი ფირი და დააკარით ეკრანზე (ჯობია, თუ ამას სპეციალურ მაღაზიაში გამოცდილ სპეციალისტებს გააკეთებინებთ).

კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია ყურსაცვამების შესარჭობი ნახვრეტი (ყურსაცვამები კომპლექტაციაში არ შედის, გაითვალისწინეთ) და აიპადის/ეკრანის გამოსართავი ღილაკი. ეკრანიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია ეკრანის ორენტაციის შეცვლის დამბლოკავი ღილაკი და ხმის მარეგულირებელი ღილაკი. ქვემოდან განთავსებულია ხმამაღლამოლაპარაკეები, ასევე დოკ-შესაერთებელი.

არანაირი USB შესაერთებლები ან SD-ბარათების შესარჭობი ღრიჭოები აიპადს არა აქვს. თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ადაპტერების მთელი წყება, რომლითაც მაგალითად მიაერთებთ ფოტოაპარატს აიპადთან, ან SD-ბარათებს. ყველაფერს აგვირგვინებს მოწყობილობის უკანა, ალუმინის ხარეზე განთავსებული შავი მოკბეჩილი ვაშლი.

აპარატურული ნაწილი

მობილური მოწყობილობის ფრიად მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ აკუმულატორი. მე წაკითხული მქონდა ინტერნეტში ცნობილი უცხოელი ბლოგერების მიმოხილვები და მათი გახარებული კომენტარები აიპადის მუშაობის ხანგძლივობასთან დაკავშირებით. მაგრამ ის რაც მე ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! სპეციფიკაციების მიხედვით iPad-ს შეუძლია მუშაობა 10 საათის განმავლობაში და ეს არ არის მარკეტინგული ხრიკი, როდესაც ასეთი ხაგძლივობით მუშაობის გარანტიას გაძლევენ მხოლოდ “ძლიერ ჩამუქებული ეკრანით, გამორთული WIFI-ით” და ა.შ. ჩემს კონკრეტულ შემთხვევას მოგახენებთ. პარასკევს, დაახლოებით დილის 11 საათზე მივიღე აიპადი, წავედი ტელევიზიაში, მერე ოფისში მივუერთდი ლოკალურ უსადენო ქსელს და რამოდენიმე საათი შდეუსვენებლივ დავძრომიალობდი ინტერნეტში. მერე მოვიდნენ ჩემი მეობრები, მათაც ბლომად ნახეს, დასუნეს, დაკბიჩეს აიპადი. მერე როგორც იქნა სახლში გავაღწიე და აი აქ დაიწყო ძირფესვიანი ტესტირება! მოკლედ რარა ბევრი შეგაწყინოთ. ჩემს ხელში აიპადმა საკმაოდ ინტენსიური დატვირთვით გაძლო 14 საათი დატენვის გარეშე!!! და ამის შემდეგაც კი დარჩენილი იყო მუხტის 33%!!! მეტი რაღა გინდათ ხალხო! ახლა საცივს ვერ მოგიმზადებთ და ისე აიპდი მაგარია! ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ ოღონდ: ვინაიდან აიპადის აკუმულატორი ასეთი მძლავრია, აუცილებელია, რომ USB-პორტი, საიდანაც ის იღებს დენს, იყის მაქსიმალურად მძლავრი. მაკების მფობელებს არაფერი აქვთ სანერვიულო, თუ რასაკვირველია არ გაქვს მოძველებული მოდელები (Power პროცესორებზე) — ყველა თანამედროვე მაკს საკმაოდ მძლავრი USB-პორტები აქვთ, აი ზოგიერთი PC-კომპიუტერი ამით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ მარივი რჩევა — დამუხტეთ აიპადი დენის წყაროდან და არა კომპიუტერიდან. მე ზუსტად ასე გავაკეთე.

რაც შეეხება iPad-ის შიგნეულობას — არა მგონია, რომ ის საინტერესო იყოს მომხმარებელთა უმეტესობისათვის (თუმცა ჩემნაირი გიკებისათვის უდაოდ საინტერესო იქნება). ამიტომაც მოგახსენებთ დეტალებს: პროცესორი აიპადს საკუთარი წარმოებისა აქვს, A4 1 გიგაჰერცი სიხშირით, რომლის შიგნიტაც განთავსებულია ერთი ბირთვი Cortex A8 გრაფიკულ ამაჩარებელთან PowerVR SGX ერთად. ასევე აიპადში განთავსებულია 256 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, იმდენი, რამდენიც აქვს iPhone 3GS-ს. შიგნით ასევე ჩამოტნაჟებულია WiFi, Bluetooth-ი, კომპასი და აქსელომეტრი. GPS-ი ამ მოდელში არ არის, ის ხელმისაწვდომი იქნება აიპადის 3G-იან მოდელში, რომელიც აშშ-ში გაყიდვაში 7 მაისს გამოდის.

როდესაც ვპალაპარაკობთ მოწყობილობის მახასიათებლებზე, არ შემიძლია გვერდი ავუარო მასტან მუშაობის მომენტებს. მოწყობილობის ფორმა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის როგორც მჯდომიარე, ასევე მწოლიარე რეჟიმში. პირადად ჩემთვის, როგორც სუპერ ზარმაცი ადამიანისათვის, იდეალური ვარინატი გახლავთ წამოწოლილ მდგომარეობაში, მუხლებზე მიყრდნობილი აიპადი. ამ პოზაში ტექსტსაც ვკრიფავ არაჩვეულებრივად სწრაფად, ვთამაშობ და ინტერნეტშიც დავძრომიალობ. თუმცა ფუმფულა სავარძელში, ზამთარში თუ ბუხრის პირას არა, ოთახის მყუდრო კუთხეში ტორშერთან მაინც ჯდომა და აიპადით მუშაობა საამური განცხრომის ტოლფასი იქნებოდა ჩემთვის! :)

უნდა ავღნიშნო მოწყობილობის მართლაც არაჩვეულებრივი სისწრაფე. ვებ-გვერდები ელვისუსწრაფესად იხსნება, საოფისე პროგრამები მუშაობს ძალიან მაგრად და თამაშები! ოოო, ეს უნდა ნახოთ! ეს უნდა შეიგძრძნოთ! ავტორბოლების თამაში აიპადზე ერთი სიამვნებაა! თუმცა სტრატეგიული ან არკადული თამაშებიც მაგრად მიდის!

მაგრამ მოდით პროგრამულ უზურნველყოფაზე მიმოხილვის მეორე ნაწილში მოგიყვებით, თორემ სტატია ისედაც ძალიან დიდი გამოვიდა.

12 Replies to “iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 1”

  1. კარგი სტატიაა, იმედია არ მიწყენ, მაგრამ აღტაცებულ ბავშვს სათამაშოს რომ მიუტან ისეთ შთებეჭდილებას ტოვებ :))

    ცოტა გულგრილად რომ მიუდგე საკითხს და ობიექტურად გაამახვილო ყირადღება ყველა პროს/კონზე უფრო კარგი იქნებოდა :)

  2. სიამოვნებით წავიკითხავ მეორე ნაწილს :)

    საერთოდ კარგია ბლოგები, მაგრამ რატომღაც ჩვენთან ძალიან ნელა იკიდებს ფეხს.

  3. აუ ძააან მაგარი რამეა :D და ანუ უკვე იყიდება ხო თბილისში???
    კაია რო აკუმულატორი ასეთი გამძლე აქვს, Iphone სრულ დატვირთვაში 1 დღეში მიჯდება :(((

  4. გადაფურცვლა მაგარია აქ :D თითის დასველებაც არ უნდა :D

Comments are closed.