როდის მოხდება WWDC 2010-ის ანონსი?

როგორც გასული წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, მარტის თვე და აპრილის დასაწყისი იდეალური დროა WWDC-ზე ბილეთების დასაჯავშნად. ზუსტად ამის გამო მრავალი მაკ-პროგრამისტი გაურკვევლობაშია: რატომ აჭიანურებს Apple-ი WWDC 2010-ის ანონსს?

WWDC 2010
WWDC 2010

ტრადიციულად მსოფლიოში უმსხვილესი კონფერენციის გამართვის ვადები ცნობილი ხდება უკვე გაზაფხულზევე: როგორც წესი მარტში კომპანია ოფიციალურად აცხადებს, რომ ივნისის ხუთი სამუშაო დღე დაეთმობა მაშტაბურ ღონისძიებას Moscone Center-ში, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.

რა არის ცნობილი აპრილის ბოლოსათვის? ქსელში მოძრაობს ჭორი, რომ ახალ iPhone-ს გვიჩვენებენ 22 ივნისს სპეციალურ პრეზენტაციაზე, რომლისთვისაც კუპერტინომ უკვე იქირავა Yerba Buena Center.

ამავდროულად Apple-ის პრეს-სამსახური სდუმს პარტიზანივით, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ კუპერტინოს არ სურს დეველოპერების მოსვლა WWDC-ზე. მაგრამ რატომ?..

#