PA Semi-ს ყოფილი თანამშრომელბი გადადიან… Google-ში

როგორც იტყობინება peHUB-ი, ამ დღეებში Google-მა შეიძინა მორიგი სტარტაპი, კომპანია Agnilux-ი. თითქოს დიდი არაფერი ხომ?

საქმე იმაშია, რომ Agnilux-ი დააარსეს PA Semi-დან წასულმა თანამშრომლებმა — ეს ის კომპანიაა, რომელიც ეფლმა შეიძინა და რომელიც აიპადისათვის პროცესორებს ქმნის.

მაგრამ PA Semi-ს ეფლის კონტროლის ქვეშ გადასვლა რბილად არ მომხდარა. რამოდენიმე თანამშროემლი, მათ შორის PA Semi-ს დამფუძნებელი დენ დობერფალი, კომპანიის ხელმძღვანელი ამრჯიტ ჯილი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ჰეიტერი ვერ ჩაჯდა ეფლის სუბკულტურაში და დატოვა კომპანია.

მათ დააარსეს კომპანია Agnilux, რომლის საქმიანობის სფერო ყველასათვის უცნობია. New York Times-ი ვარაუდობს, რომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს ახალი სერვერული ტექნოლოგიების ათვისება, თუმცა ეს არ არის დადასტურებული ინორმაცია.

Agnilux-ის Google-ის კონტროლქვეშ გადასვლა განსჯის ფართო საშუალებას გვაძლევს. პირველი რაც თვალში საცემია — გუგლმა გადაწყვიტა ეფლის გზით იაროს და საკუთარი პროცესორის დამზადებას მიყო ხელი. სრულიად ლოგიკური ნაბიჯია.