ახალი რეკორდი: Q2’2010

2010 ფისკალური წლის მეორე კვარტალი ეფლისათვის 27 მარტს დასრულდა, ხოლო ამომწურავი ინფორმაცია კომპანიამ 21 აპრილს გამოაქვეყნა. კომპანია იუწყება 13,5 მლრდ. დოლარიან შემოსავალზე, საიდანაც 3,07 მლრდ. დოლარი სუფთა მოგებაა. შედარებისათვის: ერთი წლის წინ ეს მონაცემები იყო 9,08 და 1,62 მლრდ. დოლარი. რაოდენობრივი მონაცემები ასეთია: გაყიდულია 2,94 მლნ. მაკი (გაყიდვებმა წლის განმავლობაში 30%-ით იმატა), 8,75 მლნ. აიფონი

PA Semi-ს ყოფილი თანამშრომელბი გადადიან… Google-ში

როგორც იტყობინება peHUB-ი, ამ დღეებში Google-მა შეიძინა მორიგი სტარტაპი, კომპანია Agnilux-ი. თითქოს დიდი არაფერი ხომ? საქმე იმაშია, რომ Agnilux-ი დააარსეს PA Semi-დან წასულმა თანამშრომლებმა — ეს ის კომპანიაა, რომელიც ეფლმა შეიძინა და რომელიც აიპადისათვის პროცესორებს ქმნის. მაგრამ PA Semi-ს ეფლის კონტროლის ქვეშ გადასვლა რბილად არ მომხდარა. რამოდენიმე თანამშროემლი, მათ შორის PA Semi-ს დამფუძნებელი დენ დობერფალი,

როდის მოხდება WWDC 2010-ის ანონსი?

როგორც გასული წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, მარტის თვე და აპრილის დასაწყისი იდეალური დროა WWDC-ზე ბილეთების დასაჯავშნად. ზუსტად ამის გამო მრავალი მაკ-პროგრამისტი გაურკვევლობაშია: რატომ აჭიანურებს Apple-ი WWDC 2010-ის ანონსს? ტრადიციულად მსოფლიოში უმსხვილესი კონფერენციის გამართვის ვადები ცნობილი ხდება უკვე გაზაფხულზევე: როგორც წესი მარტში კომპანია ოფიციალურად აცხადებს, რომ ივნისის ხუთი სამუშაო დღე დაეთმობა მაშტაბურ ღონისძიებას Moscone Center-ში, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.

საქმე დაკარგული iPhone-ის შესახებ*: წვრილმანები და სიახლეები

*თითქმის მარკტვენისებურად :) კვირის დასაწყისში დიდი ხმაურის მომტანი სიახლე კვლავინდებულად არ ასვენებს მაკ-პრესას: ოთხშაბათს საიტზე Mac Rumors დაამატეს სიახლეები თემის გარშემო — ეფლის აწ უკვე დათხოვნილი თანამშრომელი ყვება კომპანიის მიერ ახალი გაჯეტების გამოცდის ნიუანსებს: სტივ ჯობსი უშუალოდ აკონტროლებს პროტოტიპებთან დაშვებული თანამშრომელბის სიას, რომლებსაც უფლება აქვთ გაჯეტი გაიტანონ ოფისს გარეთ. ეს თანამშრომლები ხელწერილს დებენ გაუთქმელობის შესახებ.

Valve

დახურულ ბეტა-ტესტირების რეჟიმში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირედთათვის, გამოჩნდა Steam მაკისათვის. ჯერ-ჯერობით მხოლოდ პლათფორმა, გემრიელობების გარეშე, მაგრამ უკცე შესაძლებელია ელმაღაზიაში ძრომიალი, მეგობრებთან ჩეტაობა და ა.შ. ცოტაც უნდა მოვითმინოთ და სრულფასოვანი სათამაშო პლათფორმა ჩვენც გვექნება! ვაშა!