ნაპოვნი iPhone დაშალეს

სანამ სხვები ბუზებს ყლაპავდნენ (Engadget-ი მაგალითად), Gizmodo-მ აიფონის პროტოტიპში გადახდილი 5000 დოლარი უკვე „ამოიღო“. რა არ გაუკეთეს ამ ახალ მოწყობილობას. ვიდეოც გადაუღეს, ყველა მხრიდან ფოტოებიც უღეს, ჩართვაც კი სცადეს. და აი მოვიდა დრო მისი დაშლისა!

Inside new iPhone
Inside new iPhone

ტელეფონი დაშალილია! მაგრამ დახეთ რა სამწუხაროა, ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ლითონის ფირფიტებით, რაც შეუძლებელს ხდის დეტალურად გავეცნოთ მოწყობილობას (აბა რა, გიზმოდომ ხომ უნდა დააბრუნოს აპარატი ეფლში, ასე რომ გატეხვა არ შეიძლება!).

მთლიანობაში აწყობის პრინციპმა არავინ გააკვირვა. აიფონის ერთი მოდული მეორეზე მაგრდება, ყველაფერი კარგად არის მორგებული ერთმანეთზე, ცარიელი სივრცეები დატოვებული არ არის.

დამატებითი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.