iPad ყველა USB-სთან არაა თავსებადი

iPad-ის ახალადგამომცხვარი მომხმარებლები თავიანთ გაჯეტში სულ ახალ რაღცეებს პოულობენ. სამწუხაროდ ყოველთვის სასიამოვნოს არა.

სულ რამდენიმე დღე გავიდა და ხალხის დიდი რაოდენობა უკვე წუხს, რომ მათი iPad-ი არ იმუხტება კომპიუტერთან მიერთებისას. USB-პორტთან მიერთებისას, როგორც წესი იწყება სინქრონიზაცია, ხოლო აკუმულატორის ინდიკატორი აჩვენებს „Not Charging“-ს.

აღმოჩნდა, რომ აიპადის დასატენად საჭიროა მძლავრი USB 2.0 და ძველ მანქანებზე მას უბრალოდ არ ყოფნის კვება.

iPad USB Compatibility
iPad USB Compatibility

საჩივრები შემოდის ძირითადად მაკების ადრეული თაობების მფლობელებისაგან.

პასუხად Apple-მა გამოაქვეყნა რეკომენდაცია რომელიც დადის ასეთ პასუხამდე: დატენეთ აიპადი დენიდან.

ერთი კომენტარი

  1. ჩვეულებრივი USB პორტი აქ????? სადღაც წავიკითხე რომ საერთოდ არ აქვსო :))))

კომენტარები დახურულია.