iPad-ის პირველი პარტია სულ გაიყიდა!

კომპანია Apple-ი აღიარებს თავის უძლურობას უზრუნველყოს iPad-ის მიწოდება 3 აპრილს, გაყიდვების დაწყების დღეს. ყველა შემდგომი რეზერვი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 12 აპრილს. რათქმაუნდა შეზღუდვები ეხება მხოლოდ Wi-Fi მოდელებს, რომლებიც პირველ რიგში გამოდის. 3G მოდელი რომელიც აპრილის ბოლოს გამოვა გაყიდვაში უკვე აღარ იქნება დეფიციტური.

მიზეზი დაყოვნებისა შეიძლება ორი იყოს. ნაკლებ სავარაუდო არის ის, რომ საფოსტო სამსახური ვერ ასწრებს ყველსათან საქონელის მიტანას. უფრო რეალური კი ისაა, რომ ეფლმა მთლიანად გაყიდა ყველა მოწყობილობა და საწყობებში ნულოვანი ნაშთია. ამის სასარგებლოდ ისიც სახელდება, რომ მაღაზიაში მისვლა და წინასწარ შეკვეთილი მოწყობილობის შეძენა შეუძლებელი გახდა. ყველაფერი გადატანილია 12 რიცხვისათვის. დაახლოებითი დაანგარიშებით პირველი ორი კვირის განმავლობაში რეალიზებულია 380 ათასი პლანშეტი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსებიც კი ვარაუდობენ რომ აპრილის მესამე დეკადაში გაყიდული იქნება  iPad-ის მილიონი ეგზემპლარი.


Comments

2 responses to “iPad-ის პირველი პარტია სულ გაიყიდა!”

  1.  Avatar
    Anonymous

    სტივი სუფთა გიჟია, არაფრით გამორჩეული იპადიც კი საუკეთესოა :D

  2. მე მაინც ამას ველოდები: http://wp.me/pBTza-FS