დამშვიდობება Palm-თან

იანვრიდან მოყოლებული კომპანია Palm-ის აქციების ფასი ასი პროცენტით დაეცა ბირჟაზე, 14 დოლარიდან 5,5 დოლარამდე. გასულ პარასკევს კიდევ 29%-ით მოხდა ფასის ვარდნა.

ასეთი ვარდნა — Palm-ის ცუდი კვარტალური ანგარიშგების შედეგია. კომპანიის საქმიანობის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდნენ და ანალიტიკურმა კომპანიებმა სასწრაფო წესით ურჩიეს ყველას გაეყიდათ აქციები. განსაკუთრებით პესიმისტი ანალიტიკოსები ვარაუდობენ აქციის ფასს… 0 დოლარს.

ანგარიშგების მოკლე შეინაარსი ასეთია „Palm Pre ვერ აფრინდა“. როდესაც კომპანიამ პირველად აჩვენა საზოგადოებას მოწყობილობა 2009 წლის დასაწყისში, კომპანიის აქციები რეკორდულ 18 დოლარამდე ავარდნენ. და ანალიტიკოსები და ინვესტორები ოპტიმიზმით იყვენენ აღსავსე. Palm Pre-ს სჯეროდათ, ის ხომ სრულიად ახალ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდა WebOS-ზე სრულყოფილი მრავალამოცანიანი რეჟიმით და მოხერხებული ინტერფეისით. კომპანიას ხელმძღვანელობდა ახალი CEO — ჯონ რუბინშტეინი — „iPod-ის მამა“, ადამიანი, რომელმაც სტივ ჯობსთან არაერთი წელი იმუშავა. ვის, თუ არა რუბინშტეინს შეეძლო აიფონის მკვლელი ტელეფონის გამოშვება?

კომპანიის წისქვილზე ასხამდა წყალს აგრეთვე სერიოზული კონკურენტების არარსებობა იმ მომენტში: Motorola Droid-ი გაყიდვაში მხოლოდ ოთხი თვის მერე გამოვიდა, ხოლო Nexus One-ი — სულაც ამ წლის დასაწყისში. მაგრამ Palm-ს ამან ვერ უშველა.

მიზეზი რამოდენიმეა. თვითონ რუბინშტეინი აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავეა Motorola Droid-ი. მართალია ის ოთხი თვის მერე გამოვიდა, მაგრამ მისი გაყიდვა Verizon-ის ქსელში პირველი დაიწყო, რომლის აბონენტებიც გამგელებულნი ეცნენ სიახლეს. როდესაც მათთვის ხელმისაწავდომი გახდა Palm Pre, უკვე არავის სჭირდებოდა ახალი ტელეფონი. Palm-ი Droid-ის ჩრდილში მოექცა.

რატომ ვერ აფრინდა Pre თავის პირველ ოპერატორთან Sprint-თან ერთად? მარტივია: მას 48 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო Verizon-ს — 91 მილიონი.

და მაინც Motorola Droid-ის გამოსვლამდე Palm Pre ბაზარზე ოთხი თვის განმავლობაში იყო. მასზე უამრავს წერდნენ პრესაში, მისი ნახვა და ხელის შეხება არ იყო რთული, Verizon-ის აბონენტები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ მალე შეძლებდნენ მის შეძენას. მაგრამ ისინი არ დაელოდნენ და არჩიეს Motorola Droid-ი გუგლის ოს-ით. რატომ?

საქმე იმაშია, რომ Pre იმ მომენტში ყველაფრით აგებდა. წლის ბოლოს მისი ელექტრონული გაყიდვების მაღაზიაში ათასამდე აპლიკაცია თუ იყო, ხოლო ეფლის მაღაზიაში იმ დროს 100 ათასზე მეტი, ხოლო Android Market-ში — 10 ათასზე მეტი აპლიკაცია იყიდებოდა.

Motorola Droid-ის გამოსვლისას მომხმარებლებმა იცოდნენ კიდევ ერთი არანაკელბ მნიშვენოვანი რამ: „თუ ქუჩაში დაინახავთ ადამიანს palm-ით ხელში, ის ან სერვისში მიდის, ან — უკან ბრუნდება სერვისიდან“. მიუხედავად ზოგიერთი ანალიტიკოსის დარწმუნებისა, რომ წუნდებულის პროცენტი არ აღემატება დასაშვებ ნორმას, მრავალმა ადამიანმა მიმართა სერვის ცენტრს და არაერთხელაც კი.

ბოლო კვარტალის განმავლობაში Palm-მა გაყიდა 408 ათასი ტელეფონი, ანუ 29%-ით ნაკლები, ვიდრე წინა კვარტალში. ამ წლის თებერვალში კომპანიამ კონვეიერიც კი გააჩერა, რათა არ მომხდარიყო საწყობების გადავსება. ამჟამად საწყობში მილიონზე მეტი ტელეფონი ინახება.

ვერ იყო მოსახერხებელი Palm-ი ასევე აპარატურული ნაწილითაც: სქელი კორპუსი, შედარებით მცირე ზომის ეკრანი, მცირე და მოუხერხებელი კლავიატურა, შეცდომები სენსორების მუშაობაში და სისტემის საერთო სიზანტე — ეს ის არ იყო, რისი ნახვაც უნდოდათ მოხმარებლებს.

არ ქონდა Palm-ს აგრეთვე ის, რასაც უწოდებენ „კილერ-შესაძლებლობები“. ისეთი, რაც მომხმარებელს დააბამდა ამ პლათფორმაზე და სხვაგან გადასვლა რთული გახდებოდა. iPhone-ს აქვს AppStore-ი და iTunes-ი, Nexus One-ს — Google-ი მრავალი მოსახერხებელი ვებ-სერვისით. Palm-ს არა აქვს არაფერი.

დაბოლოს Palm-ის ჩავარდნას ხელი შეუწყო უცნაურმა მარკეტინგულმა პოზიციონირებამ. ეს ტელეფონი მიმართული იყო ქალთა აუდიტორიისადმი, სრულიად უმიზეზოდ. უბრალოდ Palm-მა ჩათვალა, რომ სხვა მწარმოებლები არ უთმობენ სათანადო ყურადღებას ქალებს.

სამწუხაროდ იქ, სადაც Palm-ს უნდა მოეკლა iPhone-ი, ის თვითონ კვდებოდა. ახლა აღარავის აქვს ეჭვი იმაში, რომ Palm-ი თვითონ ვერ შეძლებს გამოძრომას. სასწაულები არ ხდება და მიმდინარე მდგომარეობაში კომპანია ალბათ ვერ გაძლებს წელზე მეტს სხვისი დახმარების გარეშე — ფული არ ეყოფა. ჩნდება კითხვა: ვინ იყიდის Palm-ს? ერთიანი აზრი არ არსებობს. ერთ-ერთი სავარაუდო მყიდველი არის გუგლი. Android-ის ავტორებს დასჭირდებათ WebOS-ის პროგრამისტების გამოცდილება. არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე არამობილური კომპანიები. ერთი წლის წინ დადიოდა ჭორები, რომ Palm-ის ყიდვაში დაინეტრესებულია Dell-ი.