სტივ ჯობსი მხარს არ უჭერს Picasa-ს

სტივ ჯობსი ხანდახან თვითონ პასუხობს ხოლმე ჩვეულებრივი მომხმარებლების წერილებს. მორიგი ასეთი წერილი გამოქვეყნდა ქსელში.

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა სტივს გაუგზავნა წერილი შეკითხვით, გამოჩნდება თუ არა iPad-ზე ოდესმე Pacasa-სთან სინქრონიზაციის შესაძლებლობა და აგრეთვე ისეთი სპეციფიური შესაძლებლობების მხარდაჭერა, როგორიცაა Faces და Places. სტივმა უპასუხა: „არა, მაგრამ iPhoto-ში ეს ფუნქციები უკეთესია“-ო.

Steve Jobs eMail
Steve Jobs eMail

წერილი დაწერილია 3.1.2. ვერსიის iPhone-ზე შემდეგი IP-მისამართიდან: 17.248.4.122