iPad-ის გამოჩენა გადააბრუნებს თავდაყირა ინდუსტრიას

iPad-ი ჯერ არც კი გამოსულა, მაგრამ უკვე ზემოქმედებს იმაზე, თუ როგორ აფასებენ მოთხოვნას გამომცემლობები საკუთარ პროდუქციაზე. კვლევითმა კომპანიამ Audit Bureau of Circulations (ABC), რომელიც ზუსტად ასეთი კვლევებით არის დაკავებული, აღიარა ციფრული ჟურნალის არსი. ამიერიდან მოთხოვნის თვალსაზრისით გათვალისწინებული იქნება აგრეთვე ჟურნალ-გაზეთების ციფრული ასლებიც.

სტატიების და რეკლამის შეფასება მოხდება iPad-ისათვის სპეციალიზირებულ აპლიკაციებზე ხელმოწერის გათვალისწინებითაც. გამომცმლები შეძლებენ გაიგონ რამდენი მკითხველი ყავს მათ ციფრულ პროდუქციას. სტატისტიკური მონაცემები დაეხმარება მათ ადექვატურად შეაფასონ რეკლამის ღირებულება.

#