Palm-ის გაყიდვები ეცემა

2010 წლის ფინანსური წლის მესამე კვარტალში (რომელიც თებერვალში მთავრდება) Palm-ის გაყიდვებმა შეადგინა 350 მლნ დოლარი. ეს თითქმის 300%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

საანგარიშწორებო პრეიოდში კომპანიამ ნაღა ზარალი 22 მლნ დოლარის ოდენობით. შედარებისათვის: მეორე ფინანსურ კვარტალში დანაკარგები იყო 81 მლნ, ხოლო ერთი წლით ადრე – 98 მლნ დოლარი.

სამ თვეში Palm-მა გადატვირთა 960 ათასი სმარტფონი, მაგრამ აქედან გაიყიდა მხოლოდ 408 ათასი ცალი. ეს 29% ნაკლებია, ვიდრე წინა საფინანსო მეოთხედში იყო და 15% ნაკლები წლიური გაანგარიშებით. შესაბამისად, ახლა საწყობებში იმტვერება უსაქმოდ 550 ათასი ცალი სმარტფონი.

ფიანანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ Palm-ის ფასიანი ქაღალდების ფასი დაეცა 14%-ით — $4,86-მდე.

#