კარგი ინფორმაცია Intel-ისათვის და ცუდი Apple-ისათვის?

როგორც გვატყობინებს DigiTimes-ი, კომპანია Intel-ი მოულოდნელად აღმოჩნდა საკუთარი მობილური პროცესორების Core i3, i5 და i7 დეფიციტის წინაშე. ამის მიზეზი გახდა ტაივანური კომპანია Acer-ი, რომელმაც მიიღო გაყიდვების კარგი პროგნოზი და დიდი შეკვეთა განათავსა.

ამის მერე Intel-ს მეტი რა დარჩენოდა, რომ გადაეხედა თავისი წარმოების გრაფიკზე პარტნიორებისათვის: პირველ რიგში მიწოდება მოხდება მხოლოდ საკვანძო შემკვეთებისათვის, ხოლო დანარჩენები გადაიწევენ მეორე პლანზე.

და რა შუაშია Apple-ი? სინამდვილეში კუპერტინოსთან ამ სიახლეს პირადპირი კავშირი აქვს. უახლოეს ხანში უნდა მოხდეს Macbook Pro-ს განახლება, რომელშიც, ჭორების თანახმად იქნება ახალი პროცესორები. Apple-ს აქამდეც ჰქონია ხოლმე პრობლემები პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო თუ Intel-ისაგან მოწოდება შემცირდება, კუპეტინოს ნამდვილად შეექმნება პრობლემები.

უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის თამაში Intel-ის მიმართ ზღვულ დონეზეა. კუპერტინომ მხარი დაუჭირა Nvidia-ს, ხოლო ამის შემდეგ საერთოდ თავისი პროცესორი გამოუშვა. ამ ქმედებების შემდეგ არის ყველა პირობა იმისათვის, რომ Intel-მა აღარ ჩათვალოს Apple-ი „პირველი კატეგორიის მეგობრად“, ეს კიდევ უკვე ძალიან ცუდია.

ერთი კომენტარი

  1. ცუდი ამბავია მართლაც რაც არ უნდა იყოს ინტელი მართლაც ლიდერია პროცესორების წარმოებაში i7 მართლაც საუკეტესო პროცესორია ჯერ ჯერობით (975)

კომენტარები დახურულია.