Apple ავითარებს iWork.com-ის შესაძლებლობებს

გასულ კვირას Apple-მა კვლავ შეგვახსენა თავისი სერვისის iWork.com შესახებ. უკვე წელიწადზე მეტია ის იმყოფება პასიური ბეტა-ტესტირების რეჟიმში და ჯერ-ჯერობით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კუპერტინოს ბანალურად დრო არ ჰქონდეს მის მოსაწესრიგებლად. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სერვისი სერიოზულად განახლდა მხოლოდ ორჯერ. თანაც ეს მეორე განახლება გასულ კვირას მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ეს სერვისი საშუალებას გაძლევთ განათავსოთ ქსელში დოკუმენტები iWork ‘09-იდან. დისტანციურ მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ ფაილები ბრაუზერის საშუალებით და დატოვონ კომენტარები, ასევე ლოკალურად ჩამოტვირთონ ფაილები კომპიუტერში MS Office, PDF ან iWork ფორმატში. Google Docs-ისაგან განსხვავებით, iWork.com არ გაძლევთ საშუალებას დოკუმენტის ინტერნეტ-რედაქტირებაზე.

ამჯერად Apple-მა გააფართოვა დოკუმენტებთან ზიარი წვდომის შესაძლებლობა. თუ აქამდე საჭირო იყო მოსაწვევების ხელით დაგზავნა, ახლა გენერირდება სტატიკური ბმული, რომელზეც გადასვლით იღებთ წვდომას დოკუმენტთან.

მთავარ გევრდზე გაჩნდა შესაძლებლობა ჩაიტვირთოს ფაილები წინასწარი დათვალიერების გარეშე.

დაბოლოს, მცირედად გადაკეთდა iWork.com-ის მობილური ვერსია, მან უფრო სწრაფად დაიწყო მუშაობა.

2 კომენტარი;

  1. გამარჯობა,
    მაკის მომხმარებელი რამოდენიმე დღის წინ გავხდი, დავაყენე iWork და .დოკ, .დოკიქს, xlsx და xls ფაილებს არ მიხსნის, ხომ ვერ მეტყვი რა ვქნა?

    დიდი მადლობა წინასწარ. 

კომენტარები დახურულია.