მალე ცისფერ ეკრანებზე: iCon

iCon
iCon

ყალბი სტივ ჯობსის შემქმნელმა დენ ლაიონზი (Dan Lyons) [ლაურა ლაიონზის ნეტავ ვინაა? ;)] ახალი გასართობი მოუძებნა საკუთარ თავს — ახლად ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში ის დაიწყებს ახალი სატელევიზიო სერიალის გადაღებას სახელად „iCon“, რომლის არსი შემოიხაზება ფრაზით „ულმობელი სატირა, რომლის მიზანშიც მოხვდება კუპერტინული გამოგონილი CEO-ს ზომაგადასული ეგო და გაუმაძღრობა“.

iCon (ინგ.)

1. ხატი 2. iთაღლითი

ინფორმაციის იმ ნამცეცების მიხედვით, რომელმაც უკვე გამოჟონა ქსელში, „iCon“ აღმოჩნდება ნახევარსაათიანი ეპიზოდებისაგან შემდგარი დაბალბიუჯეტური სერიალი, რომლის გადაღებასაც უხელმძღვანელებს ლარი ჩარლზი (Larry Charles) — „Borat“-ისა და „Religulous“-ის რეჟისორი. ალბათ ასევე გამოსადეგარი იქნება ჩარლზისეული სასცენარო და საპროდიუსერო გამოცდილება — ეს სპეციალობები მან წარმატებით აითვისა „Seinfeld“-ის და „Curb Your Enthusiasm“-ის გადაღებისას. მოდით მოვიუსმინოთ მას:

— ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ თანამედროვე „მოქალაქე კეინი“. ეს იქნება მწვავე სატირა სილიკონის ველზე  და მის ყველაზე ცნობილ მკვიდრზე.

„მწვავე სატირის“ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საკაბელო არხი Epix-ი. ზუსტი ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.