iPhone OS 4-ში იქნება მრავალამოცანიანი რეჟიმი

დღეისათვის, როგორც ცნობილია iPhone-ს არ გააჩნია მრავალამოცანიანი რეჟიმი უცხო მწარმოებლების აპლიკაციებისათვის. თუმცა ისეთი პროგრამები, როგორიცაა SMS-ი, iPod-ი, ელფოსტა და ზოგიერთი „მშობლიური“ აპლიკაცია, მუშაობენ ამ რეჟიმში. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე ცუდად არ არის და შესაძლოა, რომ მიკროკოდის ახალ ვერსიაში ეფლი ბოლო-ბოლო დაამატებს ამ რეჟიმს ყველასათვის.

კუპერტინომ ტყუილად არ დაბლოკა ეს ფუნქცია. ამით მუშაობს სმარტფონის დაცვა: სხვა აპლიკაციის ჩართვისას ან ზარის მიღებისას ყველა სხვა პროგრამა ავტომატურად იხურება. ეს ეხმარება მოწყობილობას მავნე პროგრამული უზურნველყოფის გაშვებისაგან.

მეორე მხრივ, ჯეილბრეიქის მოყავრულებს მაინც შეუძლიათ აქტიური გახადონ მარავალამოცანიანი რეჟიმი მიკროკოდის უკვე მიმდინარე ვერსიაში ამისათვისა რსებობს სპეციალური პროგრამები Cydia-ში. თუმცა არის რისკი, რომ ეს გამოიწვევს ტეელფონის არასტაბილურ მუშაობას. ამის გარდა, ქსელში გამოჟონა მონაცემებმა იმის შესახებ, რომ iPhone OS 4-ს ეს რეჟიმი ექნება ჩართული. კერძოდ, საქაღალდეში Gestures გაჩნდა ახალი ტიპის ბრძანებები, რომლებიც დაკავშირებულია მრავალამოცანიან რეჟიმთან. თუმცა ამ პროცედურის დანერგვა არა არის მარტივი საქმე. მას მოყვება ინტერფეისის ცვლილება აუცილებლად. ამის გარდა ეს გამოიწვევს წარმადობის ვარდნას. თამაშებს ხომ აკუმულატორის დიდი მუხტი მიაქვთ თავისთვის და ასევე ბევრი ოპერატიული მეხსიერებაც სჭირდებათ. ხოლო თუ ფონურ რეჟიმში სხვა პროგრამები იქნება „ჩამოკიდებული“, ეს კიდევ უფრო შეამცირებს ბატარეის სიცოცხლეს.

4 thoughts on “iPhone OS 4-ში იქნება მრავალამოცანიანი რეჟიმი

  1. საერთოდ ეგ სიახლე ძალიან კარგია მაგრამ მომდევნო მოდელი ასკარად გაუმჯობესებული მონაცემებით უნდა გამოვიდეს 512 რამი და ალბათ ა4 პროცესორით
    მაშინ პრობლემა არ მგონია იყოს წარმადობასთან

  2. მგონი Soft – ს Hard – იც რომ არ გამოჰყვეს არცთუ ისე ადვილი იქნება ყველა iPhone – ის მომხმარებლისთვის OS 4 – ზე გადასვლა. 3.1.2 – ზეც ჩემი 3G რაღაც რაღაცეებს ატორმუზებს 3GS – გან განსხვავებით

  3. ვფიქრობ, ძველი მოდელების მხარდაჭერა ან არ იქნება, ან იქნება მინიმალური. ვნახოთ.

Comments are closed.